საბუნებისმეტყველო კაციობრიობა ჩლუნგდება-მეცნიერები აღნიშნავენ,რომ ადამიანების ინტელექტი კლებულობს 2018, 22 ივნისი, 14:08 თეზისი იმის შესახებ, რომ ადამინის ინტლექტი კლებულობს, ახალი ამბავი არ არის. არსებობს მრავალი კვლევა, მაგალითად, 2013 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ადამიანის ინტელექტმა საგრძნობლად იკლო, როგორც ფსიქოლოგმა სტივ კონორმა აღნიშნა, მსოფლიო მასშტაბით IQ-ს ს კოეფიციენტმა საშუალოდ 14 ბალით დაიკლო. ანალოგიური დასკვნა გააკეთეს ნორვეგიელმა მეცნიერებმა, – რაც დრო გადის, ადამიანის ინტელექტი სულ უფრო და უფრო ჩლუნგდება, – დასკვნა გამოცემა MedicalXpress-ში გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცივილიზაცია გამუდმებით გაჯერებულია ახალი ცოდნის წყაროებით, ცალკეული ადამიანების ინტელექტი და ცოდნის დონე მაინც არ მატულობს, ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ფიქრობს, რომ თანამედროვე ადამიანი გონებრივი მაჩვენებლის ზოგ ასპექტში ჩამორჩება კრომანიონელსაც კი(გვიანდელი პალეოლითის ეპოქის ადამიანის ზოგადი სახელწოდება) ნორველგიელებმა ტესტირება ჩაატარეს სამხედროებზე, რომლებიც მსახურობდნენ 1970—2009 წლებში, მეცნიერებმა 730 000 ტესტი გამოიკვლიეს, შედეგმა აჩვენა, რომ ყოველი ახალი თაობის ინტელექტი საშუალოდ 7 პუნქტით იკლებდა, ეს, რა თქმა უნდა სერიოზული მაჩვენებელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს არის ეკოლოგიური პრობლემების და ცხოვრების წესის შეცვლის ბრალი, ნაწილობრივ ნაგულისხმებია კომპიუტერიზაციაც. ნორვეგიელი მეცნიერების დასკვნას კრიტიკაც მოჰყვა, ზოგი მიიჩნევს, რომ ცალკეული ჯგუფის კვლევა არ შეიძლება მთელ კაცობრიობას ეხებოდეს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანალოგიური დასკვნა უკვე რამდენჯერმე დაიდო, მაგალითად, მეცნიერებმა შეადარეს ვიქტორიანული ეპოქის მცხოვრებლები(1937-1901) და თანამედროვე ადამიანები. მეცნიერების დასკვნით, ვიქტორიანული ეპოქის ადამიანები ბევრად განვითარებულები იყვნენ და გამომგონებლური ნიჭით გამოირჩეოდნენ. 147 8-ს მოსწონს
|