x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უზარმაზარი სოკო-მითია თუ რეალობა?
imageდღესდღეობით იმდენი ფეიკი და ფოტოშოპი არსებობს ინტერნეტში, რომ ხშირად ძნელია დაადგინო სიცრუესთან გაქვს საქმე თუ სიმართლესთან.


აგერ ხედავთ ფოტოს-აფრიკელ ბავშვებს უზარმაზარი სოკო უჭირავთ ხელში, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არარეალურია და მორიგი სიყალბეა, თუმცა, ეს არ არის!


დიახ ეს სოკო რეალობაა. თუ ჩვენში სოკოს უბრალოდ არ აქვს საკმარისი დრო, რომ მისმა დიამეტრმა მიაღწიოს 40-100 სმ -მდე და დაიცვას თავი მავნებლებისგან, Titanic Termitomyces -ს ეს შეუძლია !

image


ეს საკვებად ვარგისი სასწაული სოკო იზრდება დასავლეთ აფრიკაში და ძალიან ეხმარება ადგილობრივ მაცხოვრებლებს უზარმაზარი ზომის გამო. აბა წარმოიდგინეთ, ერთ სოკოს შეუძლია თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გამოკვებოს ოჯახი . Termitomyces titanic იწონის საშუალოდ დაახლოებით 2 კგ.-ს. მისი ქუდის დიამეტრი 1 მეტრია, ხოლო ღერო 50-57 სმ-ი.შეგიძლიათ შეწვათ, მოხრაკოთ, მოხარშოთ ან მოამზადოთ სოუსი.

image

რაში მდგომაროებს მისი საიდუმლო? ასეთი სოკო არ შეიძლება გაიზარდოს დამოუკიდებლად, ამიტომ ის ცხოვრობს სიმბიოზში სოკოს ტერმიტებთან. Termitomyces titanic– ის მიცელიუმი იზრდება მხოლოდ ტერმიტების ბუდეებზე, სადაც იკვებება მწერებით გამოფიტული გამხმარი ხეებით და ბუნების სხვა ნაშთებით.

image

Termitomyces titanic–, რომელსაც ადგილობრივები "ჩი-ნგულუ-ნგულუს" უწოდებენ ლიოფილურ-ფირფიტოვანი გვარის სოკოს მიეკუთვნება, მოიპოვება დასავლეთ აფრიკაში, ზამბიაში და კონგოში, კერძოდ კატანგის პროვინციაში.აღსანიშნავია, რომ ამ სოკოს სახეობა უცნობი იყო მსოფლიო მეცნიერებისათვის 1980 წლამდე, თუმცა ის ჩვეულებრივი მოვლენა იყო ადგილობრივ ბაზარზე.

image

image

იხილეთ მსგავსი სტატიები აქ

იხილეთ ვიდეოები აქ


0
313
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0