x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტარაკნები, რომლებიც მთელს მსოფლიოშია მოდებული, ინდური აღმოჩნდა
image

ტარაკნები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებულები, ინდური წარმოშობის აღმოჩნდა. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) წერს.


მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა „გერმანული“ ტარაკანის (Blattella germanica) 281 ინდივიდის დნმ, ასევე ცნობილი როგორც გერმანული ტარაკანი ან წითური ტარაკანი და გამოავლინა ამ სახეობის კავშირი მათ აზიელ ნათესავებთან (Blattella asahinai). აზიური და "გერმანული" ტარაკნები მხოლოდ 2100 წლის წინ გაიყვნენ: მათი საერთო წინაპარი ინდოეთის მინდვრებიდან გადასახლდა ადამიანებთან, შეეგუა მათ გვერდით ცხოვრებას და დაიპყრო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა.


ტარაკნების მიგრაციის პირველი ტალღა 1200 წლის წინ დაიწყო ბენგალის ყურედან და დაიძრა დასავლეთით ისლამური ომაიადების და აბასიადების ხალიფატების სავაჭრო და სამხედრო ლაშქრობების დროს. მწერების შემდეგი ტალღა გადავიდა ევროპული ოსტ- ინდოეთის კამპანიის დროს. ასე აღმოჩნდნენ ტარაკნები ინდონეზიაში.



მწერები ევროპაში შვიდწლიანი ომის დროს (1756-1763) გამოჩდნენ. თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ ოფიციალური სახელი: რუსმა ჯარისკაცებმა მას "პრუსიული" ტარაკანი უწოდეს, ხოლო ბრიტანელი და პრუსიელმა სამხედროებმა "რუსული".


1767 წელს შვედმა ბიოლოგმა კარლ ლინემ მისი კლასიფიცირება მოახდინა და ამ სახეობას დაარქვა Blatta germanica. ლათინურიდან თარგმნილი Blatta ნიშნავს "გაურბის სინათლეს", ხოლო სახელი germanica მოდის იქიდან, რომ ლინემ შესწავლილი ნიმუშები შეაგროვა გერმანიაში. მოგვიანებით ეს ტერმინი Blattella-თი შესწორდა.

image

ტარაკნები ჩინეთსა და კორეაში მოხვდნენ სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შემდეგ. მოდერნიზირებული სავაჭრო გემები საქონლის უფრო სწრაფად ტრანსპორტირებას ახდენდნენ, ამიტომ ტარაკნებს ახალ რეგიონებში ცოცხლად ჩასვლის დიდი შანსი ჰქონდათ


სანტექნიკის და გათბობის განვითარებამ ასევე შექმნა იდეალური პირობები ტარაკნების გამრავლებისთვის. "გერმანული" ტარაკნები განვითარდნენ, ისინი ღამით გამოდიან და გაურბიან ღია სივრცეებს. გადარჩენისთვის მათ შეიძინეს გასაოცარი უნარი, -ერგებიან ახალ პირობებს საოცრად სწრაფად . ჯერჯერობით, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, როგორ ახერხებენ ტარაკნები ნებისმიერ პირობებში გადარჩენას და როგორ იძენენ ასე სწრაფად მდგარადობას ახალი შხამების მიმართ.

0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0