რელიგია ნათლობაზე მღვდლის საქციელმა პატარას მშობლები სასტიკად აღაშფოთა ( + ფოტოები ) 2018, 21 ივნისი, 18:43 ეს საშინელი მომენტი, როდესაც ფრანგულ ეკლესიაში მოსანათლად მიყვანილი მცირეწლოვანი მღვდელმა ცემა ანუ უფრო კონკრეტულად, სახეში სილა გაარტყა. მღვდელმთავარმა ბავშვს სახეში მარცხენა ხელი იმ დროს გაარტყა, როდესაც მონათვლის ცერემონიას ატარებდა. ჩვილი მწარედ ტიროდა და თავის მხრივ მღვდელი მის დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ მტირალა ბავშვის დაწყნარება ვერა და ვერ მოახერხა მღვდელმთავარმა. არ არის ცნობილი, როდის არის ვიდეოკადრები გადაღებული, მაგრამ ნათლობის ცერემონია რომ საფრანგეთში ხდება, ეს აშკარაა. როგორც ჩანს, მოტირალი ბავშვის პირისპირ ხმამაღლა საუბრობს მღვდელი, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს ჩვილს, ის კიდევ უფრო უმატებს ხმის ტემბრს, რომ გადაფაროს მცირეწლოვანის ტირილის ხმა, მაგრამ უშედეგოდ.
თავდაპირველად ბავშვის მშობლებს გაღიმებული სახეები აქვთ, მაგრამ როგორც კი მღვდელი ბავშვს ხელში იყვანს და ის ძალიან ცუდად რეაგირებს, ხელიდან სტაცებენ და ხელში აჰყავთ შვილი. მღვდლის წინ ბავშვის მშობლები დგანან. მღვდლის აგრესიას დაუყოვნებლივ პასუხობენ მშობლები და ახდენენ რეაგირებას მემკვიდრის დასამშვიდებლად. კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ხელში ქალს, სავარაუდოდ - დედას უჭირავს. მღვდელი კი ემბაზის წინ რიტუალს იწყებს. ბავშვი ვიდეოში ხმამაღლა ტირის, მისი დამშვიდება ვერ შეძლეს, ამიტომ მღვდელმა ხმას აუწია, ბავშვის თავი ხელებით დაიჭირა და სახეში გაარტყა. მცირეწლოვანმა კიდევ უფრო მოუმატა ტირილს, კიდევ ერთი ქალბატონი შეეცადა აგრესიული მღვდელმთავარის დაწყნარებას, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის მამა კი ბავშვს მღვდელს ხელიდან სტაცებს - წერს "dailymail".მ მსგავსი სისასტიკის ფაქტი დაფიქსირდა ასევე რამდენიმე თვის წინ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ორი თვის წინ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც აღშფოთებულები იყვნენ ნათლობის დროს მღვდლის სისასტიკით. ეს საკამათო ვიდეო გვიჩვენებს, როგორ ძალადობრივად ექცევა ეპისკოპოსი ახალშობილს. შიშველი ჩვილი ხელით უჭირავს ეპისკოპოსს ფეხებით და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, პაწაწინა ფეხები არ მოატეხოს ბავშვს. 339 5-ს მოსწონს 1-ს არა
|