რელიგია აქვს თუ არა კავშირი თინა ხიდაშელს ე.წ. "რასელისტთა" კონგრესთან? 2013, 30 მარტი, 16:37 სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 7 აპრილს დაგეგმილი იეღოველთა(რასელისტთა) კონგრესის შესახებ, სადაც საუბარი იყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის კავშირზე აღნიშნულ კონგრესთან. ინფორმაციის წყარო გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე", რომლის მიხედვითაც 7 აპრილს მსოფლიო იეღოველთა კონგრესი სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო (თუმცა ახლა მარნეულში ჩატარდება) და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი კი რესპუბლიკური პარტიის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი-თინათინ ხიდაშელია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: -"7 აპრილს, ხარება დღეს ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობაა, მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელი "იეღოვას მოწმეთა სექტის" აღზევების სურვილია!"იგივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს მოძრაობა უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით არის დაფუძნებული და მოქალაქეთა აპოლიტიკურ, არაკომერციულ გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. გავრცელებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მოჰყვა გამოხმაურება თავად თინა ხიდაშელისაგან და რესპუბლიკური პარტიის წევრებისგანაც.მოძრაობა "ლაზარეს" თავდასხმის ობიექტი - თინა ხიდაშელი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, აფსურდულს უწოდებს ყოველივეს და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს"წარმომადგენლებისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ კი განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, სადაც გარკვევით წერია, რომ საპატრიარქოსთან არსებულ საქველმოქმედო დანიშნულების ფონდ "ლაზარესა" და საზოგადოებრივ მოძრაობა "ლაზარეს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.საპატრიარქოს განცხადებით, საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" ქველმოქმედებას ემსახურება და საპატრიარქოს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, უფალს ვევედროთ, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტი მართლაც აბსურდულია, როგორც ქალბატონი თინა ამბობს და იმედი მაქვს შეწყდება ამ თემებით მანიპულირება ქართველი, მართლმადიდებელი საზოგადოებისა.ჩვენთვის ხომ სწორედ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაა მისაღები და მნიშვნელოვანი. 280 21-ს მოსწონს |
თინას ,როგორც პოლიტიკოსს კეთილი თვალით არ ვუყურებ, მაგრამ ეს ბრალდება თითიდან გამოწოვილი მგონია