რელიგია სასწაულმოქმედი კალმახები მონასტრის ეზოში არსებულ ავზში და მამა გაბრიელის ხატი, რომელსაც მირონი გადმოდის – განკურნებული ადამიანები ( + ვიდეოები ) 2015, 30 იანვარი, 20:59 სასწაულებრივი მოვლენის მომსწრე გახდა თბილისი და არა მარტო თბილისი. ლოტკინის დასახლებაში მაკა ესაკიასთან ყოველდღიურად ათობით და ასობით ადამიანი მოსალოცად და სხვადასხვა დაავადებებისაგან განკურნების იმედით მიდის. ამბობენ, რომ ბევრი უკვე განიკურნა.
ყველაფერი კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ესაკიების ოჯახში შუშის მტვრევის ხმა გაიგეს. მძინარე ოჯახმა აღმოაჩინა, რომ აღდგომას ნაყიდი მამა გაბრიელის ხატის შუშა გატყდა. ოჯახი ძალიან შეშფოთდა, როდესაც რამდენიმე დღეში ხატიდან მირონის დენა დაიწყო.
მაკა ესეკია ამბობს, რომ ამის შემდეგ მას მამა გაბრიელი გამოეცხადა და მინიშნებები მისცა, მათ შორის ერთი იყო ის, რომ მირონი ხალხს განკურნავდა. ესეკიამ საპატრიარქოსგან მირონცხების კურთხევა მიიღო. ამის შემდეგ კი მის სახლში მოსალოცად და მირონსაცხებად ათობით და ასობით ადამიანი დადის.
თავად მაკა ესაკიაც და იქ მისული მოქალაქეებიც ამბობენ, რომ ბევრი განიკურნა. ტელეკომპანია " რუსთავი 2 " - ის ყოველკვირეულმა გადაცემა "პოსტსკიპტუმმა" ერთი უკვე განკურნებული ბავშვის ოჯახი გადაიღო. სასწაულები აქაც მოხდა. მირონცხების შემდეგ ლიკა ალიმბერაშვილს შუბლზე წითელი ჯვარი გამოესახა. ოჯახმა სასწაულს სურათები გადაუღო და შეინახა, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. სისხლისმაგვარი სითხის გამოყოფა იმ პატარა "ტომსიკამაც" დაიწყო, რომელიც გოგონას გულზე ჰქონდა მიმაგრებული და რომელშიც მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა ინახებოდა. სასწაულმოქმედი კალმახები, რომლებსაც ადამიანების განკურნება ძალუძთ, წალკიდან 20 წუთის სავალზე სოფელ ჯინისიდან ამ გზას კუშის გავლით სოფელ ოლიაგში გადავყავართ, სადაც ბერთა მონასტერია.ადგილობრივების თქმით მონასტრის ავზში სასწაულმოქმედი კალმახები დაცურავენ.ადრე აქ 2 დიდი კალმახი - ვასილი და ვასილისა დაცურავდა, ახლა ერთი წამოიზარდა და მათი ადგილი დაიკავა საყუდელში.მომლოცველთა რწმენით, თუ თევზი შეხების უფლებას მოგცემს, აუცილებლად განიკურნები.ამ ლეგენდასთან დაკავშირებით არა ერთი სასწაული ახსოვთ ბერებს, რომლებიც ათეული წლებია, უკვე აქ სახლობენ. 1160 12-ს მოსწონს
|