x
image
ვიზა კოხაძე
ახმედ ჩატაევმა ისლამური ხალიფატის სახელით მიმართვა გაავრცელა. იცავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მუსლიმთა უფლებებს ( + ვიდეო )

imageსამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ახმეტ ჩატაევის მიმართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მაისაიას განცხადებით, მიმართვა ცხადყოფს, რომ ისლამური ხალიფატის დაგჯუფება კავკასიის რეგიონში გააქტიურდა. -"ახმედ ჩატაევმა ისლამური ხალიფატის სახელით კავკასიაში მოქმედ, კავკასიური იმარატის შემადგენლობაში მყოფ საბრძოლო შენაერთებს და დამოუკიდებელ ისლამისტურ დაჯგუფებებს მიმართა. ჩატაევმა მათ რუსულ და ჩეჩნურ ენაზე მოუწოდა, რომ ისლამური ხალიფატის დაქვემდებარებაში გადავიდნენ და ხალიფატის მეთაურს ფიცი მისცენ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი უკვე მოქმედებაშია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.ექსპერტის განცხადებით, ხალიფატმა კავკასიაში ჯიჰადის წარმოების სტრატეგია შეიმუშავა. კავკასიაში ჯიჰადის წარმოებაზე პასუხისმგებელი კი ახმედ ჩატაევი და მისი მოადგილე - ნაიბი არიან.მისივე თქმით, ისლამურმა ხალიფატმა კავკასიური ჯიჰადისთვის 50 - 70 მილიონ დოლარამდე გამოყო.

სატელევიზიო თოქ შოუ"არჩევანში" კი მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა: – „ხელისუფლება უბიძგებს ახალგაზრდებს, რადიკალურ რელიგიურ ექსტრემიზმამდე მივიდეს, "მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუსლიმთა უფლებებს ვერ იცავს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს ქვეყანაში."საქართველოს ხელისუფლება მუსლიმანთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. ამის დასტურია ის, რომ ქობულეთში ვერ დაიწყეს მუსლიმმა ბავშვებმა სწავლა, ბათუმში ვერ შენდება ახალი მეჩეთი, მოხეში ვერ ბრუნდება მეჩეთი. ეს ყველაფერი კი მიდის იქამდე, რომ ახალგაზრდა ისლამისტი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ის გახდეს რადიკალი ისლამისტი. ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი, " - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

კიდევ უფრო აღმაშფოთებელი იყო გადაცემაში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ გუშინ დილით იგეგმებოდა, პანკისის ხეობიდან კიდევ ერთი ნაკადის გამოგზავნა თბილისში, თბილისიდან თურქეთში და მერე სირიაში“, საუბარია სამ ახალგაზრდაზე.„ისინი ჯოყოლოში უნდა შეკრებილიყვნენ. კუშტანაშვილისა და ბაღაკაშვილის ფოტოს გავრცელების გამო, ვერ შეიკრიბნენ. ერთი ახალგაზრდა ჯამლეტ ბორჩაშვილი თელავიდან წავიდა თბილისში.ვიდეოც გვაქვს, სადაც ჰყვება, სად მიდის, რა ინტერესები აქვს, რას დაჰპირდნენ“, - ამბობს მთივლიშვილი. არავინ არ დაინტერესდა.უსაფრთხოების სამსახურები პრაქტიკულად არ მუშაობენ. ახლა წინა პლანზე წამოვიდა, 16 წლის ბავშვის გადაყვანა რადგან მოხდა. ეს პრობლემა გრძელდება 2 წელია, უკვე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია, ცენტრალურ დონეზე, ამ ჯგუფს ვიღაც ლობირებს. ეს ჯგუფი არის ე.წ. შეფიცულების ჯგუფები, მაგრამ ამ ჯგუფს ადგილობრივ დონეზე, მათ შორის შსს-ს წარმომადგენლებიც ეხმარებიან. შეუძლებელია, ამ ბავშვების დაორგანიზება ისე მოხდეს, რომ შსს-სთვის ცნობილი არ იყოს“, - აცხადებს მთივლიშვილი.

1
409
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
409
  
2015, 15 აპრილი, 15:08
ვერაა ეს ჩატაევი დალაგებული. ცალი ფეხი და ცალი ხელი არა აქვს და კიდევ ომისკენ მოუწოდებს.
0 1 1