x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ვერ დაიჯერებთ, რომ ბინის ფართობი მხოლოდ 22 კვ.მ-ია

ურბანიზაცია სწრაფი ტემპით ვითარდება – უფრო მეტი ადამიანი გადადის სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესი პირობებით შეიძინოს ბინა, თუმცა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბინების ფასი სულ უფრო და უფრო მატულობს, ისღა დარჩენიათ, პატარა ფართით დაკმაყოფილდნენ.



image


დიზაინერთა ჯგუფს ტაიპეიდან, ტაივანი, არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა ერთ კლიენტთან მუშაობის პროცესში – მინიმალური ფართი (22 კვ.მ.) მაქსიმალურად გამოეყენებინათ. კლიენტი ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ; ბინა, ძარითადად, მხოლოდ დასაძინებლად და ცხელი აბაზანის მისაღებად სჭირდებოდა. დიზაინერებმა პრიორიტეტი ისეთ ასპექტებზე გააკეთეს, როგორიცაა კომბინირება – მეორე სართულზე საძინებლის და სამუშაო სივრცის ერთად განთავსება და თავისუფალი სივრცის ჭკვიანურად გამოყენება სხვადასხვა საჭიროებებისთვის.


ბინის ყოველ ინჩი (2, 54 სანტიმეტრი) გულდასმით განიხილეს – გამოიყენეს თეთრი და მუხის ფერი, რაც ინტერიერს უფრო ნათელ და სივრცით ეფექტს აძლევს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრი ისურვებდა ასეთ კომპაქტურ და მყუდრო ბინაში ცხოვრებას!


მსგავსი ტიპის თანამედროვე, ჭკვიანურად გათვლილი დიზაინი, რომელიც აქცენტს ძირითადად სივრცის დაზოგვაზე ახდენს, მისაღები და მოსახერხებელია მეგაპოლისებისთვის, ქვემოთ მოცემული ნიმუში კი პრაქტიკულ მაგალითს გთავაზობთ, თუ როგორაა შესაძლებელი, აღნიშნული პროექტი საუკეთესოდ განხორციელდეს. გადახედეთ სახლის სურათებს და პროექტს – დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თავად განახორციელოთ და სხვებსაც გაუზიაროთ გამოცდილება.


ურბანიზაციის პროცესს თან სდევს დიდ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის შემცირება.


image


თუმცა, დიზაინერთა გუნდმა ტაივანიდან დაგვარწმუნა, რომ სივრცის ყოველი სანტიმეტრი შესაძლებელია ისე გამოვიყენოთ, რომ 22 კვ. მ. ბინა კომფორტულ და ამავდროულად, პრაქტიკულ საცხოვრებლად ვაქციოთ.


image


დიზაინერებმა სათავსოები იატაკიდან ჭერამდე განათავსეს.


image


ასე რომ, სივრცე ფაქტობრივად არ იკარგება


image


ანტრესოლი (სახლის ზედა ნახევარსართული) ყველაზე პრაქტიკული და გამოყენებადი სივრცეა სახლში.

image


როგორ გამოიყურება ბინა ზემოდან


image


კიბე პრაქტიკულ და მოდურ ელფერს აძლევს ინტერიერს


image


საკმაოდ მოსახერხებელია თაროებიდან ნებისმიერი ნივთის ასაღებად და ამასთან, თანამედროვე ინტერიერის სახასიათო ელემენტია.


image


ბინა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის ადამიანებისთვისაა მოსახერხებელი, ვინც მეტ დროს საქმიანობიდან გამომდინარე, გარეთ ატარებს - სჭირდება მხოლოდ მშვიდი ძილი და აბაზანა.


image


მყუდროდ გამოიყურება!


image


საწოლში წოლისას ყველაფერი ხელთ გაქვთ.

image


ბინას სრულად ფუნქციონირებადი სამზარეულო გააჩნია – დიზაინერებმა სარეცხის მანქანაც კი მოათავსეს.

imageimageimage


შეზღუდული სივრცე ინოვაციური იდეებისკენ უბიძგებს, ამიტომ მაგიდის დადგმასთან დაკავშირებით სხვადასხვა იდეა შესთავაზეს.


image


აღნიშნული კუთხის რამდენიმე ვარიაცია


image



შემკვეთს ცხელი აბაზანის მიღება უყვარს – დიზაინერებმა ამ მოთხოვნასაც მარტივად გაართვეს თავი.


image

image

image

imageimage
ასევე დაგაინტერესებთ:


მცურავი ქალაქი წყნარ ოკეანეში 2020 წლისთვის აშენდება – შეიქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


თანამედროვე სტილის ბაღებისა და ეზოების მოწყობა – 40 ორიგინალური იდეა (ნაწილი II)


ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა


50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


როგორ მოვაწყოთ მოზარდი გოგონას ოთახი – 35 საოცარად ორიგინალური იდეა


როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა ( III ნაწილი)

1
1129
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1129
  
2018, 6 ივლისი, 14:09
ფანტასტიურია
0 1 1