x
image
თამილა გურაშვილი
დედოფლისწყაროში სოფელ სამთაწყაროში ექსპლოატაციაში შევა ახალი სამელიორაციო სისტემა-ნიკოლოზ ჯანიაშვილი,

image
გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შირაქის ქარსაცავი ზოლის დეგრადირებული მონაკვეთის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც ახლა ჩვენ გვერდითაა, გვაქვს გარკვეული წინსვლები გაუდაბნოებასთან ბრძოლაში. გასულ წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 60 პროცენტით შემცირდა ხანძრების რაოდენობა. ასევე, თქვენი დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელ სამთაწყაროში ექსპლოატაციაში შევა ახალი სამელიორაციო სისტემა, რაც დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორწყვის საშუალებას მოგვცემს და ეს სოფელს ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ნაბიჯ-ნაბიჯ საბოლოოდ დავამარცხებთ იმ გამოწვევას, რასაც გაუდაბნოება ჰქვია.“-აღნიშნა დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.image

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0