x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ვდგავარ ენგურთან და ვერ გადავდივარ ამ დანგრეულ ხიდს... არადა, იქ ჩემი ბედნიერი ბავშვობაა... - ლუკა კურტანიძე

imageაი რამოდენიმე მეტრში ჩემი სიცოცხლე აფხაზეთია ჩემი ბავშვობა და ის დრო როდესაც სიყვარული სუფევდა როცა ქართველი ვამაყობდი ქართულ აფხაზური ადათი და წესით, ვიზრდებოდი იმ შეგნებით რომ ეს სამყარო იყო ჩემი. .. მისთვის ვიბრძოლე მთელ მსოფლიოში და სიამაყით ვადიდებდი ჩემს აფხაზეთსა ...ჩემს ერთიანი სამშობლოს საქართელოს... 20 წელი მსოფლიოს უძლიერესის მებრძოლის ტიტული არ დამითმია არავისთვის რადგან ამით ვაერთიანებდი ჩემს დაყოფილ სამშობლოს როდესაც ევროპის თუ მსოფლიოს უმაღლეს კვარცხლბეკზე ვიდექი როგორც გამარჯვებული... ეხლა კი ვდგავარ ენგურთან ეს წუთი და ვერ გადავდივარ ამ დანგრეულ ხიდს.... არადა იქ ჩემი სიცოცხლე აფხაზეთია...იქ ჩემი ბედნიერი ბავშვობაა. .იქ ჩემი ფშაფია იქ ჩემი სოხუმია. ..იქ ჩემი უგზო უკვლოდ დაკარგული მამის საფლავია... იქ ჩემი სამშობლოა.... ახლა კი მიხვდებით როგორ ვარ და რას ვფიქრობ მე .... ზუსტად ამიტომაც ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მთლიან სამშობლოს!


imageimage

1
33
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
33
  
2018, 18 ივნისი, 12:36
ხიდი არაა ლუკა უკვე დანგრეული, კაპიტალურად შეაკეთეს და ახალი ასფალტიც დააგეს.
ერთხელაც გადავალთ და უკან არ მოვბრუნდებით, საკუთარ სახლებს დავუბრუნდებით სოხუმელები.
მართალია მე ბაბუასეულ სახლში არ მიცხოვრია, მაგრამ სოხუმია ჩემი ქალაქი და არა ზუგდიდი, სადაც დღეს ვცხოვრობ.
0 1 1