მუსიკა კრისტინა აგილერა ქუჩის მუსიკოსად შეინიღბა და ნიუ-იორკის მეტროში იმღერა(ვიდეო) 2018, 18 ივნისი, 10:06 მომღერალმა, კრისტინა აგილერამ და ტელწამყვანმა, ჯიმი ფელონმა ქუჩის მუსიკოსების კოსტუმები მოირგეს, გაიკეთეს მუქი სათვალე და ნიუ-იორკის მეტროს მიწიქვეშა გასასვლელში დადგნენ.
თავიდან მეტროს მგზავრებმა ვერ იცნეს ფელონი და აგილერა შლაპაში და პარიკებში, მაგრამ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებულმა ანეტა ფრანკლინის ჰიტმა Freedom მსმენელთა ყურადღება მიიქცია, მას მოჰყვა აგილერას ცნობილი ჰიტი Fighter, რის შემდეგაც ხალხის რაოდენობა გაიზარდა. მეტროში გამოსვლა ჯიმი ფელონის საღამოს შოუს ნაწილია. მაისის დასაწყისში კრისტინა აგილერამ გამოაცხადა ახალი მსოფლიო ტურნეს დაწყების შესახებ, რომელიც მისი ახალი ალბომის "Liberation"-ის მხარდასაჭერად გაიმართება. ახალი დისკის გაყიდვა 15 ივნისიდან დაიწყო. ამერიკელმა პოპ-მომღერალმა კრისტინა აგილერამ(დაბ.1980 წლის 18 დეკემბერს) განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია 90-იანი წლების და 2000-იანების პირველ ნახევარში. პარალელურად, კრისტინამ გარეგნული იმიჯიც შეიცვალა, სუსტი, კაფანდარა "კარგი გოგოდან" სექსუალურ ქალად იქცა, ეს მის ჩაცმულობაზეც აისახა, ასევე, კრისტინამ მკერდი ორჯერ გაიდიდა ზომაში. 34 5-ს მოსწონს
|