საზოგადოება ზურა დოიჯაშვილი კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს - ნინო ჯღარკავა 2018, 17 ივნისი, 12:07 „არიან მომღერლები რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი.ასეთია ზურა დოიჯაშვილი სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის, ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა, ბინა სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი, დღეს სანამ ცოცხალია, მანამ ჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია, საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას შემთხვევით რომ არ გამეგო, საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავრჩინოთ ზურა!ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია!თბს.ბანკი 25 4-ს მოსწონს
|