კინო კახი კავსაძე ბელაზე: "..ისევ მეზმანა:.. რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს.." 2018, 16 ივნისი, 14:53 არსებობს სიყვარულის ისტორიები, რომლებიც არასოდეს მთავრდება, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მათგანი ტოვებს ამ ქვეყანას.. ამის ნათელი დადასტურებაა, ორი გენიალური მსახიობის მარადიული სიყვარული - კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი. კახიმ შეძლო ბელას ერთგული ყოფილიყო სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც. როგორც ამბობენ, როდესაც ბელა ავად იყო, კახი კავსაძე მას წლების განმავლობაში ხელით დაატარებდა..
ბელა მირიანაშვილმა საოცარი ჰარმონია, სინათლე შემოიტანა ქართულ კინოსა და თეატრში, იმის მიუხედავად, რომ ქარულ კინოში მხოლოდ 6 კინოროლის შექმნა მოასწრო, ყველა მათგანი განსაკუთრებით შეიყვარა და დაიმახსოვრა მაყურებელმა, ანდა როგორ შეიძლება არ გახსოვდეს, მისი როლები ფილმებში: " დღე პირველი, დღე უკანასკნელი", " საბუდარელი ჭაბუკი", " უდიპლომო სასიძო" და ა.შ
უნიკალური ფოტო: ბელა მირიანაშვილი სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა" ბელა მირიანაშვილი 5 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ვირუსული გრიპი დაემართა, სპექტაკლი სიცხიანმა ითამაშა, გრიპს ფილტვების ანთება დაერთო, ნაყოფის დაზიანების შიშით ანტიბიოტიკებზე უარი თქვა, მშობიარობის შემდეგ სენმა თავი იჩინა, ნერვულ დაბოლოებათა ანთება დაემართა და ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოსა და თეატრს. როდესაც მან სცენაზე დგომა ვეღარ შეცლო, როგორც ხდება ხოლმე, ის სხვა მსახიობებით ჩაანაცვლეს სპექტაკლებში, რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ კი ბელას ავადმყოფობის გამო საერთოდ მოხსნა სპექტაკლი, ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ შეწყვიტა არსებობაო.. კახი კავსაძის გახსენება: " ბელა! - ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ.. არავინ მეხმაურება. ანდა როგორ გამომეხმაურება მარადისობიდან. 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ ნახევარი. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო - ბელა მირიანაშვილი. ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა, ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ - რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! - ბელა! - ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ.. ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქყვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს.. კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო მის მხარეს. და არ გამოუშვეს ჩემთან. რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს.. მეორედ ისევ მეზმანა: ვებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად.. ამბობენ დრო მკურნაიაო, არა ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო. ისევ გტკივა, შიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის. 26 წელი ვიყავით ერთად, აქედან 3 წელი ჯანრმთელად იყო და დაფრინავდა, 23 წელი იავადმყოფა. ამ მხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დამიძახა და მითხრა, ცუდად ვარო... არ ტყდებოდა, ღირსების უმაღლეს საფეხურზე იდგა ყოველთვის.. 1860 3-ს მოსწონს
|