საზოგადოება "უხერხულია, მამაკაცები სამ ხმაში მღეროდნენ, რომ გამშრალ ძუძუებში წვეთი რძეც არ უდგათ!!!"-ლევან ღვინჯილია 2018, 14 ივნისი, 9:29 რამდენიმე დღის წინ დასრულდა სატელევიზიო შოუ "მხოლოდ ქართული", რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გადიოდა. ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია კონკურსში გამარჯვებული სოფო ბათილაშვილის მიერ შესრულებულ საფინალო სიმღერას ეხმაურება და აცხადებს, რომ არის სიმღერები, რომლებიც მხოლოდ კაცმა ან მხოლოდ ქალმა უნდა შეასრულოს და უხერხულია, "წვერულვაშებიანი მამაკაცები სამ ხმაში მღეროდნენ, რომ გამშრალ ძუძუებში წვეთი რძეც არ უდგათ!!!"
''- გუშინ წამყვანმა გამოაცხადა: "ასი წელია, მარო თარხნიშვილის მერე, ეს სიმღერა არავის შეუსრულებიაო". - შე დალოცვილო, როცა საკითხზე წარმოდგენაც არა გაქვს, გაჩუმდი მაინც!!! - თუ არც ჰამლეტი მოგისმენია, არც თემურ ქევხიშვილი, ან მიხეილ ჯავახიშვილი, ან სულაც იქვე, ჟიურიში მჯდარი გიორგი უშიკიშვილი და არც აგერ ახლახანს, 23 მაისს, რუსთაველის თეატრში, ლადო თანდილაშვილი, გაჩუმდი მაინც! - ისე, სიმღერის ავტორი - ნიკო სულხანიშვილიც ხომ არ უნდა გეხსენებინათ (ეტყობა ეგ არ იცოდით!!!)???.... - გიორგი უშიკიშვილისაგან ცოტა კი გამიკვირდა, წამყვანის ამ სრულიად უპასუხისმგებლო და ზერელე კომენტარზე ყურადრება რომ არ გაამახვილა... - რაც შეეხება სოფოს, მან დიდი ოსტატობით იმღერა, მაგრამ ვიზიარებ გიორგი უშიკიშვილის ნათქვამს, ეს ნაწარმოები ქალის სამღერი არაა (მერე რა, რომ მარო მღეროდა?!), ისევე, როგორც "ოროველა" და ურმულები; როგორც ორმა ქალმა, თუნდაც ბრწყინვალე სოპრანომ და მეცომ, არ უნდა იმღერონ აბესალომისა და მურმანის დუეტი.... - აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი მოღერალი ქალები, არცთუ იშვიათად, გზნებით უმღერიან მეთივე სქესის წარმომადგენლებს სიყვარულზე, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს, გარდა ლესბოსური სიყვარულის გამჟღავმებისა; - რატომღაც ამაზე არც კი დაფიქრებულან ჩვენი სახელგანთქმული მომღერალი მანდილოსნები, რომელთაც აქ, ცხადია, არ დავასახელებ; ამ თემაზე, თავის დროზე ვრცელი სტატია მაქვს გამოქვეყნებული... - სამწუხაროდ, იყო ერთი-ორი შემთხვევაც, როცა ცნობილმა მომღერალმა მამაკაცმა სასიყვარულო ჰანგი მიუძღვნა ქვეყნის პრეზიდენტ სააკაშვილს ("ჩემი გულის ორად გამაპობელი, რომ იცოდე, ჩემო ბიჭო, შენა ხარ"...). - რა მოხდა მერეო, თუ იტყვის მავანი, მე, პასუხის გაცემის ნაცვლად, თავს ჩავღუნავ და დავდუმდები. - ზოგიერთ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს კი ვურჩევ, თუ მეგრული ნანები მოსწონს, მაინცადამაინც "ვენგარა ნანა-სქუას" ნუ აირჩევს, სადაც დედა მიმართავს ჩვილს: "ძუძუ სქირაფილი მაფუ, ბჟაშენ მუთუნი ვამიწუა" ("ძუძუ გამშრალი მაქვს, რძეზე არაფერი მითხრა")... ამ ტიპის სიმღერები ქალებს დაუთმეთ!!! - მეტი რომ არ ვთქვათ, ალბათ, ცოტა უხერხულია, წვერულვაშებიანი მამაკაცები სამ ხმაში მღეროდნენ, რომ გამშრალ ძუძუებში წვეთი რძეც არ უდგათ!!!''-აცხადებს ლევან ღვინჯილია. 819 6-ს მოსწონს
|