x
image
მანჩო 777
ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები

ვინ თქვა, რომ ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები მხოლოდ ფილმებში და კომიქსებში გვხვდება? ამ პოსტში ვეცდები დაგიმტკიცოთ, რომ ისინი რეალურ სამყაროში არსებობენ და ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ისინი ფრინველებივით არ დაფრინავენ და სინათლის სიჩქარითაც არ დარბიან, მაგრამ თითოეულ მთგანს გააჩნია ზებუნებრივი ნიჭი და ტალანტი, რომლის ამოხსნა მეცნიერებას არ ძალუძს.

image



ჯინო მარტინო-"ადამიანი რკინის თავით"

image


ჯინო მარტინო-ამერიკელი პროფესიონალი სპორტსმენი და არტისტია, რომელიც ყველას შოკში ადგებს თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. ჯინოს შეუძლია თავით გატეხოს ისეთი მყარი საგნები, როგორიცაა რკინის ჯაჭვები, ბეისბოლის ჯოხები და ბეტონის ბლოკები.ექიმების თქმით, ჯინოს ეს უცნაური ფიზიკური ნიჭი აიხსნება იმით, რომ მას არაჩვეულებრივად მაგარი თავის ქალა აქვს.



ტიმ კრიდლანდი-"წამების მეფე"


image

ტიმ კრიდლანდი, რომელიც ცნობილია სასცენო ფსევდონიმით "წამების მეფე", წლების განმავლობაში აოცებდა მაყურებელს თავისი უნიკალური შესაძლებლობით-მას შეეძლო გაუსაძლისი ტკივილის ატანა.ის იყრიდა სხეულში შუბებს, ყლაპავდა ცეცხლს და ხმლებს, წვებოდა წვეტიან ლურსმნებზე-ეს მხოლოდ მცირეოდები ჩამონათვალია იმის, რაც ამ ადამიანს შეეძლო. ტიმი გინესის წიგნის რეკორდსმენია.


მიშელ ლოტიტო-"მუსიე, რომელიც ყველაფერს ჭამს"

image


ფრანგ მიშელ ლოტიტოს სამშობლოში ‘Monsieur Mangetout-ს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს:"მუსიე, რომელიც ყველაფერს ჭამს". 1959 წლიდან 1997 წლამდე მან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადასანსლა 9 ტონა ლითონის საგნები, მათ შორის თვითმფრინავი, 7 ტელევიზორი, 18 ველოსიპედი, 15 საყიდლების ურიკა, კუბო და ეიფელის კოშკის ნაწილი. მაინც რით აიხსნება მისი ეს ნიჭი?

მედიცინაში ამ დაავადებას პიკაციზმი ჰქვია.ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, რომლის დროს ადამიანს უჩნდება ლითონის საგნების ჭამის სურვილი. მიშელი ლითონის საგნებს ანაწევრებდა, ასხამდა ზეთს და ისე მიირთმევდა, შემდეგ კი წყალს აყოლებდა. ლოტიტო 2007 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.



ვიმ ჰოფი-"ყინულის ადამიანი"

image

ჰოლანდიელი ვინ ჰოფი ფლობს არაჩვეულებრივ ნიჭს-გაუძლოს ძალიან დაბალ ტემპერატურას. ის დარბოდა მარათონში თოვლზე ფეხშიშველი, ყვინთავდა ყინულიან წყალში და დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი-ყინულით სავსე აბაზანაში გაძლო 1 სთ 52 წუთი. ვიმ ჰოფმა განახორციელა ევერესტზე ასვლა მხოლოდ შორტებით და ამის გამო მიიღო ზედმეტსახელი -"ყინულის ადამიანი".


მასუტაცუ ოიამა-მას შეეძლო ხარი ერთი დარტყმით მოეკლა

image

მასუტაცუ იოამა იყო საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატი და ჩემპიონი, რომლის დამარცხება ვერავინ შეძლო. ამბობენ, რომ მან 3დღის განმავლობაში 300 -მდე ბრძოლა გამართა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან და აბსოლუტურად ყველა მოიგო. არცერთი ორთაბრძოლა 2 წუთზე მეტი არ გაგრძელებულა. ოიამა ცნობილია იმითაც, რომ გამძვინვარებულ ხარს შიშველი ხელებით შეებრძოლა და ხელის ერთი დარტყმით მოკლა ის.



ტიბეტელი ბერები, რომლებიც ტუმოს (იოგას შინაგანი ცეცხლი) ოსტატები არიან

image

ცნობილია, რომ ბუდისტ ბერებს, რომლებიც ტუმოს მისდევენ, შეუძლიათ ხელის გაუნძრევლად გაზარდონ თავიანთი სხეულის ტემპერატურა დაუჯერებელ ზღვრამდე. თავიანთი ნიჭის დემონსტრირებისათვის ისინი მხრებზე იდებენ ყინულიან წყალში დასველებულ პირსახოცს, რომელიც მედიტაციის დამთავრების შემდეგ აბსოლუტურად მშრალია. ადამიანის ნიჭს, ქვეცნობიერად გაზარდოს სხეულის ტემპერატურა, მეცნიერება ჯერჯერობით ახსნას ვერ უძებნის.


ოსტატი ჩჟოუ-"ჩინეთის მარგალიტი"

image

ოსტატი ჩჟოუ კუნგ-ფუს და ციგუნის ოსტატი და მკურნალია. მარცვალი "ცი" სიტყვა ციგუნიდან აღნიშნავს სითბოს. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩჟოუს ნიჭი-მას შეუძლია საკუთარი ხელებით გაათბოს საგნები. მან მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ გააშრო სველი თიხა და აადუღა წყალი ხელების უშუალო შეხების გარეშე. ოსტატი ჩჟოუ საკუთარ ნიჭს იყენებს სიმსივნეების და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. მის პაციენტებს შორის არიან დალაი-ლამა და კლუბის "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელები.



ისაო მაჩიი-"სუპერსამურაი"

image

ისაო მაჩიი მაყურებლებს აოცებდა ხმლის ფლობის განსაკუთრებული ნიჭით: მას შეეძლო ხმლით შუაზე გაეჭრა პნევმატური იარაღიდან ნასროლი ტყვია, როლმის მოძრაობის სიჩქარე 320 მ/წმ იყო.



ბენ ანდერვუდი-ორიენტირების საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი

image

ბეჯ ანდერვუდი 1992 წელს დაიბადა. 3 წლის ასაკში მძიმე დაავადების გამო მას ორივე თვალი ამოუღეს. ბენი სხვა ინვალიდებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას სიარულის დროს არ სჭირდებოდა არც ჯოხი, არც მეგზური ძაღლი, ის ორიენტირებას მშვენივრად ახერხებდა ხმოვანი სიგნალების საშუალებით, რომლებიც ამა თუ იმ საგნიდან მოდის და რომლის შემჩნევა ჩვეულებრივი ადამიანს არ ძალუძს. ამის წყალობით ბენს ბავშვობაში ჩვეულებრივი ბიჭივით შეეძლო სკეიტბორდით სირბილი, ფეხბურთის თამაში, თავის დაცვა ჩხუბის დროს. სამწუხაროდ, დაავადების შეჩერება, რამაც ის სიბრმავემდე მიიყვანა, ვერ მოხერხდა და ბიჭი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ნატალია დემკინა-"გოგონა რენტგენის თვალებით"

image

ნატალია დემკინამ თავისი უჩვეულო ნიჭი-დაინახოს რაა ადამიანის კანის ქვეშ, 10 წლის ასაკში აღმოაჩინა. ამ უნარს ნატალია იყენებს იმ ადამიანებისათვის დიაგნოზის დასასმელად, რომლებიც მას დახმარებისათვის მიმართავენ. 2004 წელს ტელეარხმა Discovery Channel დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო ნატალია დემკინას ზებუნებრივ შესაძლებლობებზე. ფილმში მას უწოდეს "გოგონა რენტგენის თვალებით".

3
543
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
543
  
2014, 29 აპრილი, 23:08
საინტერესოა!
2014, 28 აპრილი, 18:46
ბევრი მსმენია ეგეთები... ეს ათეული განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა მსოფლიოში.
2014, 28 აპრილი, 18:44
მახსოვს ერთი კაცი....მაგ ფრანგზე გამახსენდა....ავტომბილს ჭამდა და გადაყვა კიდევაც.....)))))))
0 1 3