x
image
მანჩო 777
არასოდეს არ დანებდე-ერთი ამერიკელი ქირურგის ისტორია
ხანდახან ცხოვრება დიდი გამოცდის წინ გვაყენებს ხოლმე, მაგრამ მთავარია ამ დროს სულით არ დავეცეთ და ვიბრძოლოთ ბოლო წუთებამდე, გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც გავუწოდოთ დახმარების ხელი.

მინდა მოგითხროთ ისტორია სულით ძლიერ ადამიანზე, რომელიც ყველას პატივისცემას და თანაგრძნობას იმსახურებს.

image

გაიცანით, ეს ექიმი ტედ რამელია-ქირურგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ მისურის შტატიდან. 2010 წელს ის მძიმე ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც პარალიზებული დარჩა წელს ქვემოთ.


image

თუმცა მისი ნებისყოფის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტედის ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვებამ სულაც არ შეუშალა ხელი გაეგრძელებინა მისი საყვარელი საქმე-ოპერაციების გაკეთება.

ტედ რამელისათვის სპეციალურად დაამზადეს ინვალიდის ეტლი, რომელიც მას ეხმარება იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

image

ასეთ ეტლში მოთავსებულმა დასტაქარმა უკვე უამრავი წარმატებული ოპერაცია გააკეთა და ბევრი პაციენტის მადლიერი სიტყვები დაიმსახურა. აი მართლაც ძლიერი ადამიანი, რომელიც ყველას პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს.

image

ვუსურვოთ ტედ რამელს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, რათა კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლოს.

imageimageimageimageimageimage





13
461
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
461
  
2014, 4 თებერვალი, 11:04
იამაყოს ქვეყანამ და ოჯახმა მისით
2014, 4 თებერვალი, 10:53
სამწუხაროდ, ჩვენთან ეგეთ ადამიანებს ზერელედ უყურებენ და ხშირს შემთხვევაში მათ კარებს უხურავენ ხოლმე...რაც უნდა ჭკვიანი და განათლებული იყოს, სამსახურს ძნელად თუ შოულობს ჩვენთან :(
2014, 4 თებერვალი, 10:49
კარგია როცა დამიანი არ ნებდება და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, რომელშიც ცხოვრობ, როგორ გიწყობს ეს სივრცე ხელს იმაში, რომ გააგრძელო. სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს, იქაურობა ეხმარება მას ფიზიკურ მოძრაობაში, იქ ასეთი ადამიანებისთვის არ არის გადაადგილების შეზღუდვა იმიტომ რომ ნაფიქრია მათზე, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან და საზოგადოება ითვალისწინებს ასეთი ადამიანების საჭიროებებს. ასეთი დამოკიდებულება უკვე აჩენს იმედს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი რთული მდგომარეობის დროსაც კი, შეიძლება იცხოვრო, საქმე აკეთო და არ გრძნობდე თავს უსარგებლოდ, რასაც უიმედობამდე მიყვანა შეუძლია. რამდენად არის ნაფიქრი ამაზე იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ!
2014, 4 თებერვალი, 10:45
გელოდებით:)
2014, 4 თებერვალი, 10:43
ხო, ვეღარ ვახერხებ ხოლმე ისე ხშირად წერას, ნეთბუქი გამიფუჭდა :( დიდ კომპიუტერთან ჯდომა კი არ მიყვარს (არადა პირიქით უნდა იყოს). "გამოვსწორდები" ალბათ მალე:)
2014, 4 თებერვალი, 10:26
გაიხარე, ჩემო კარგო. როგორ ხარ, სად დაიკარგე ამდენი ხანი?:)
2014, 4 თებერვალი, 10:14
ძალიან ძლიერი ადამიანი ყოფილა. გავაზიარებ, მანჩო, შენი ნებართვით. :)
2014, 3 თებერვალი, 22:44
ძალიან ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა ა,მ დროს და გაემიჯნებოდა ადამიანებს. ეს კი რა ძლიერი კაცი ყოფილა:)
2014, 3 თებერვალი, 22:39
რამხელა ადამიანობაა ამისთვის საჭირო...აი ეს კიდევ ერთი მაგალითი იმის ,რომ ღმერთი ადამიანს არ უვლენს ისეთი სიმძიმის განსაცდელს ,რომელსაც ვერ გაუმკლავდები ...დიდება უფალს!
2014, 3 თებერვალი, 22:37
ეს არის ადამიანობის , პროფესიონალიზმის, თავისი საქმის სიყავრულის და არდანებების უმაგრესი მაგალითი!!! ეს ადამიანი დასაფასებელია ამ ყველაფრისთვის...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10