საზოგადოება მოასწრო ცხოვრება სამუდამო სიბნელემდე- 6 წლის გოგონას სულისშემძვრელი ამბავი 2014, 14 აპრილი, 22:21 მოლი ბენტი მხოლოდ ექვსი წლისაა, მაგრამ მას ცხოვრებამ მძიმე განსაცდელი მოუვლინა: გოგონამ იცის, რომ ის მალე დაბრმავდება. მოლის უიშვიათესი დაავადება აღმოაჩნდა: პიგმენტური რეტინიტი. ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც უცილებლად მოჰყვება სიბრმავე, რომელიც არ იკურნება. გოგონას ოჯახი ყველანაირად ცდილობს, ბავშვს დაბრმავებამდე რაც შეიძლება მეტი ფერადი და დაუვიწყარი მომენტი შეუქმნას.
მოლიმ მშობლებთან ერთად შეადგინა თავისი სურვილების სია. დედ-მამა ცდილობს შეძლებისდაგვარად შეუსრულოს გოგონას ოცნებები. ოჯახი იმედოვნებს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები დაეხმარებიან პატარა მოლის დაბრმავებამდე მოასწროს მსოფლიოს ნახვა. მოლი უკვე იყო ზოოპარკში, მუზეუმებში, პეპლების ბაღში. მოლი სულაც არა არის პესიმისტურად განწყობილი მომავლის მიმართ და უკვე სწავლობს ბრეილის შრიფტს. მშობლები მთელი ძალით ცდილობენ შვილის სიცოცხლის ყოველი დღე დღესასწაულად აქციონ. 551 15-ს მოსწონს
|