ფოტოგრაფია უნიკალური ფოტოები, რომლებიც ისტორიას სულ სხვა კუთხით დაგანახვებთ 2018, 19 ივნისი, 10:30 ისტორიული მოვლენების დიდი ნაწილი ჩვენთვის ქრესტომათიული ფოტოებითაა ცნობილი, რომლებიც მყარად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. მაგრამ ზოგჯერ საინტერესოა წარსულის ამა თუ იმ ეპიზოდს სხვა კუთხით შევხედოთ. წარმოგიდგენთ 20 უნიკალურ ფოტოს, რომლებიც საინტერესო კუთხით დაგვანახვებს ყველასათვის კარგად ცნობილ ისტორიულ მოვლენებს. 1. "მე მაქვს ოცნება" - მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა, 1963 წლის 28 აგვისტო. 2. აისბერგი, რომელთან შეჯახებისას, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა "ტიტანიკი". 3. ლომის გადაღება 1929 წელს, Metro-Goldwyn-Mayer-ის ქუდისთვის. 4. 1909 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკში დღესასწაულის დროს უილბურნ რაიტმა განახორციელა 33 წუთიანი გაფრენა ქალაქის თავზე და გარშემო შემოუფრინა თავისუფლების ქანდაკება. 5. ჟაკლინ კენედი თვალს ადევნებს მეუღლის სატელევიზიო დებატებს ვიცე-პრემიერ რიჩარდ ნიქსონთან, 1960 წ. 6. მეორე მსოფლიო ომის დასასრული. ტაიმს სკვერზე, ნიუ-იორკში ხალხი ასე ხვდება ახალ ამბავს იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, 14 აგვისტო, 1945 წ. 7. ირანელი მეომრები უყურებენ როგორ იწვის სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს ერაყელი მებრძოლების მიერ გადამწვარი ნავთობის საბადოები, 1990 წ. 8. "ჰოლივუდი". ეს ნიშანი 1923 წელს ლოს-აჯელესში ჰოლივუდის გორებზე იქნა დადგმული სარეკლამო მიზნით. თუმცა შემდგომში იგი აშშ-ს კინოინდუსტრიის სიმბოლოდ იქცა. 9. 1963 წელს შონებერგის მერიის წინ გამოვიდა აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი თავისი ცნობილი სიტყვით - "მე ბერლინელი ვარ". 10. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება. ხალხი დგას დივნებზე, სკამებზე, მაგიდებზე იმისათვის, რომ თვალი მოჰკრან ვერსალის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი 1919 წლის 28 ივნისს. 11. ნორვეგიაში პირველად ჩაიტანეს ბანანი, 1905 წელს. 12. ადოლფ ჰიტლერი, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების შეტყობისას. 13. ვუდსტოკის ფესტივალზე მისული უამრავი მაყურებელი, 1969 წ. 14. ბერლინის კედლის მცველი კედლის დანგრევის დღეს ყვავილს აწვდის ნაპრალიდან, 1989 წ. 15. ბრანდენბურგის ჭიშკარი. აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში მიმავალი ავტომობილების საცობი ბრანდენბურგის ჭიშკართან, ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი კვირის თავზე, 1989 წ. ნოემბერი. 16. ინდიელი უყურებს ტრანსკონტინენტური რკინიგზის სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულებულ ნაწილს. ნევადა, აშშ, 1868 წ. 17. "ტიტანიკის" უკანასკნელი ფოტო. 1918 წლის აპრილი. 18. ჯონ კენედის დაკრძალვა. 1963 წლის 25 ნოემბერს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად 200 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. 19. აბრაამ ლინკოლნი და გენერალი ჯორჯ მაკლელანი გენერალ ენტიტემის კარავში მოლაპარაკების დროს. 3 ოქტომბერი, 1862 წ. 20. ბავშვები თამაშობენ ფულის დასტებით გერმანიაში ჰიპერინფლაციის პეროდში, 1922 წ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რატომ აქვთ ძველ ფოტოებზე სხვის მხარზე ხელი დადებული? - საიდუმლო, რომელიც ბევრს აკვირვებს 2. 2016 წლის 12 ყველაზე ემოციური ფოტო, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრდება! 3. II მსოფლიო ომის გასაიდუმლოებული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს 4. თავიდან ვერავინ ხვდება, რატომ აღაშფოთა მნახველები ამ ფოტომ - დააკვირდით! 5. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს... 6. ექიმის ფოტო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და ბევრს რწმენა დაუბრუნა 7. 9 სიმბოლო, რომელიც "სიქსტის მადონაზეა" დაშიფრული - რისი თქმა უნდოდა მხატვარს 422 2-ს მოსწონს
|