სხვა დასახელდა 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი 2018, 10 ივნისი, 10:03 მამაკაცთა ჟურნალმა Maxim-მა დაასახელა 2018 წლის 100 ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში.
ცნობილი ჟურნალი 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ასახელებს წლის ყველაზე სექსუალურ ქალს. 2018 წლის ყველაზე სექსუალური ქალის ვინაობა უკვე ცნობილია, რაც შეეხება დანარჩენ 99 ლამაზანს, მკითხველი შეიტყობს 19 ივნისს, როდესაც ჟურნალი გაყიდვაში გამოვა. წელს Hot-100 სექსუალური ქალის რეიტინგს სათავეში მოექცა ამერიკელი მოდელი და მსახიობი ოთხი ნომერი მკერდით, 25 წლის კეიტ აპტონი. ფოტოსესია ჟურნალის გარეკანისთვის ისრაელში მიმდინარეობდა, ნაგევის უდაბნოში, მოდელმა აღიარა, რომ პირველად იყო ამ ქვეყანაში და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფოტოების ავტორია ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ჟილ ბენსიმონი. შეგახსნებთ, 2014 წლის 31 აგვისტოს უცნობმა ჰაკერმა ინტერნეტში ათეულობით ვარსკვლავის 500-მდე ინტიმური ფოტო განათავსა მათი პირადი არქივიდან, სადაც ისინი შიშვლები არიან აღბეჭდილი. მათ შორის იყო კეიტ აპტონიც. 447 7-ს მოსწონს
|