x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"რა მოხდება თუ..." - პასუხები ყველაზე უცნაურ კითხვებზე
ალბერტ აინშტაინი ამბობდა: "ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია".


ალბათ, ყველას მოგსვლიათ თავში უცნაური, არალოგიკური კითხვები, რომლებსაც იშვიათად თუ გააჟღერებთ, მაგრამ მაინც გაინტერესებთ პასუხები. სწორედ ასეთი კითხვებია ყველაზე საინტერესოა და ამ სტატიაში 10 მათგანზე პასუხს გთავაზობთ.








1. რა მოხდება, თუ დედამიწას 5 წუთით ჟანგბადი აღარ მიეწოდება?

image

❂ ყველა, ვისაც მზის სხივები მოხვდება, დაუყოვნებლივ დამწვრობას მიიღებს. ჰაერში შემავალი ჟანგბადი მუდმივად იცავს ჩვენს კანს ულტრაიიფერი გამოსხივებისგან.



❂ დღისითაც კი მუქი იქნება ცა. ატმოსფეროში როცა ცისფერი შრის უფრო მცირე ნაწილაკი დარჩება, ცა თითქმის შავი გახდება.


❂ ყველას აუფეთქდება შიდა ყური . ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ ყოველ თვალის დახუჭვაზე დედამიწა ჰაერის წნევის დაახლოებით 21%-ს დაკარგავს.


❂ ბეტონის ყველა ნაგეგბობა მტვრად გადაიქცევა. ჟანგბადის გარეშე ისინი თავის უდრეკობას დაკარგავენ.


❂ ოკეანეები აორთქლდებიან. წყლის 1/3 ჟანგბადია. ჟანგბადის გარეშე წყალბადი მოუცლობაში გაფართოვდება და აირად გადაიქცევა.








2. რა მოხდება, თუ თვითმფრინავით მგზავრობისას ფანჯარა გაიღება?

image

ეს აშკარად ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ფრენის დროს მოხდეს. ფანჯარასთან ახლოს მჯდომი მგზარები ცაში გადაცვივდებიან. თვითმფრინავის ტემპერატურა სწრაფად დაეცემა და თვითმფრინავმა შეიძლება დაშლაც დაიწყოს. თავის გადასარჩენად და ჟანგბადის ნიღბის გასაკეთებლად 15-20 წამი გაქვთ, მაგრამ მაშინაც კი, თუ ამას შეძლებთ, გადარჩენის შანსი მაინც ძალიან მცირეა.


ნუ შეშინდებით! ეს სიტუაცია სრულიად ჰიპოთეტურია. არ არსებობს იმის შანსი, რომ კარისა და ფანჯრის გაღება შეძლოთ (თუ, რა თქმა უნდა, სუპერძალას არ ფლობთ).

რატომ? ჰაერის წნევა არ მოგცემთ უფლებას, ეს შეცდომა დაუშვათ. ყველაზე უარესი რამ, კი რაც შეიძლება ნამდვილად შეგემთხვეთ მცდელობისას, ისაა, რომ თვითმფრინავის მიწაზე დაშვებისთანავე პოლიციამ დაგაპატიმროთ.







3. რა მოხდება, თუ უცებ მთვარე გაქრება?

image

☪ ღამის ცა გაცილებით ბნელი იქნება. ის ხომ მთვარის მიერ მზის სხივების არეკვლით ნათდება.


☪ მთვარის უეცარი გაუჩინარებით ბევრი ცხოველი დაიბნევა. კვლევების თანახმად, მაგალითად, ბუებისთვის და ლომებისთვის მთვარის სინათლე უდიდეს როლს ასრულებს ღამით ნადირობაში.


☪ მთვარე ძალიან ახლოსაა ჩვენთან, ამიტომ მისი გრავიტაცია გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე. მთვარის გაქრობა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ზღვის მიქცევა-მოქცევაზეც.


☪ ჩვენი პლანეტის ბირთვში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს, რაც უამრავ სტიქიურ უბედურებას გამოიწვევს, როგორიცაა მიწისძვრები და ვულკანები.








4. რა მოხდება, თუ დედამიწაზე ყველა მწერი გაუჩინარდება?

image

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მწერების გარეშე სამყარო დაიშლება და აი, რატომ:


☛ დედამიწაზე არსებული მცენარეების 80% ყვავილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დამტვერვა სჭირდებათ მწერებისგან, მაგალითად ფუტკრებისგან ან პეპლებისგან. ზოგჯერ ქარი და ცხოველები შემთხვევით ეხმარებიან დამტვერვის პროცესს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. დამტვერვის გარეშე მცენარეების უმეტესობა პლანეტიდან გაქრება.


☛ მწერების გარეშე საკვები ჯაჭვის მთლიანობა დაირღვევა. თუ მწერები გაუჩინარდებიან, მათ ბევრი ფრინველი და ცხოველიც მიჰყვება. მწერების დამტვერვის პროცესი თუ არ იარსებებს, ცხოველები შეჭამენ ხილს და ფოთლებს, ხეზე ცხოვრებას კი ვერც ერთი არსება ვეღარ შეძლებს. ასე რომ, მწერების გაქრობა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაკლავს სიცოცხლეს დედამიწაზე.








5. რა მოხდება, თუ დედამიწა ორჯერ სწრაფად დაიწყებს ბრუნვას?

image

ვიცით, რასაც ფიქრობთ - ასეთ შემთხვევაში დღე-ღამე 24 საათის ნაცვლად 12საათიანი იქნება. ეს სიმართლეა, მაგრამ კიდევ არსებობს გასაოცარი მოლოდინები:


☢ ეკვატორზე წყლის დონე 100 მეტრით გაიზრდება, რადგან დედამიწის ცენტრისკენული ძალა პოლუსებიდან წყალს მისი მიმართულებით აამოძრავებს.


☢ დედამიწის ზედაპირი ამოუცნობლად შეიცვლება. ინდონეზია და სამხრეთ ამერიკის ნაწილი რუკიდან წაიშლება, აფრიკა კი 2 კუნძულად გაიყოფა.


☢ დედამიწის ბრუნვის მომატება მეტ ქარიშხალს გამოიწვევს, რომლებსაც, თავის მხრივ, უფრო მეტი ძალა და სიჩქარე ექნებათ.


☢ ეკვატორზე წყლის რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს ტენიანობის მომატებას და მუდმივ ნისლს.








6. რა მოხდება, თუ 1 წლის განმავლობაში არ იბანავებთ?

image

მგონი ადვილი მისახვედრია, რომ 1 წლით არბანაობა საკმაოდ ცუდი აზრია! მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვვაში:


☹ 365 დღის შხაპის მიღების გარეშე გატარების შემდეგ თქვენს სხეულს გაუჩნდება უსიამოვნო სუნი, სხეულზე მიკრული ბაქტერიებისა და ოფლისგან გამოწვეული.


☹ არბანაობისას მკვდარ უჯრედებსაც ვეღარ მოიშორებთ. ჩვეულებრივ, ისინი მარტივად სცილდება სხეულს ბანაობისას, მაგრამ ბანაობის შეწყვეტისას ის ჭუჭყად დაგროვდება სხეულზე, განსაკუთრებით ყურების უკან, კისერზე და ქალის მკერდის ქვეშ.


☹ ბანაობის შეწყვეტაზე სხვადასხვა კანის ტიპს სხვადასხვანაირი რეაქცია ექნება, მაგრამ ზოგადად უნდა ელოდოთ გამონაყარს და ქავილს.


☹ თუ 52 კვირის განმავლობაში არ გიბანავიათ და თუ კანზე ჭრილობას მიიღებთ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოიბანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის განვითარების საფრთხე ბევრად მეტი იქნება.








7. რა მოხდება, თუ ადამიანები ორჯერ უფრო ჭკვიანები იქნებიან?

image

✈ ორჯერ ჭკვიანები რომ ვიყოთ, ახალი ენის სწავლას ან უნივერსიტეტის დიპლომის აღებას რამდენიმე კვირაში შევძლებდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გაცილებით მეტი რამის გასაკეთებლად გვექნებოდა დრო. მაღალი IQ-ს წყალობით შევძლებდით, აგვერჩია ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს და არა მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.


✈ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანები უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ. კვლევების თანახმად, იმის შანსი, რომ 76 წლის ასაკში ცოცხალი იყოს, 21%-ით მეტი აქვს ადამიანს, რომელსაც IQ 115 აქვს, ვიდრე მას, ვისაც IQ 100 აქვს.


✈ მართალია, ბევრი ადამიანი სოციალურ პრობლემებს ადამიანთა უგუნურებას აბრალებს, მაგრამ ამ ფაქტორის მოშორება მაინც არ მიგვიყვანდა უტოპიამდე. კვლევების თანახმად, მაღალი ინტელექტი გავლენას არ ახდენს ურთიერთთანამშრომლობის გრძნობაზე.


✈ ნარკოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. აშშ-ში 1958 წელს დაწყებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები 125-ზე მეტი IQ-თი მეტად მოიხმარდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ვიდრე ადამიანები 75-ზე ნაკლები IQ-თი.








8. რა მოხდება, თუ კოსმოსში იარაღს ისვრით?

image

★ იდეა თითქოს კარგად ჟღერს, მაგრამ... კოსმოსში ხმა არ ისმის!


★ გარდა ამისა, კოსმოსში არც ჟანგბადია, რაც ნებისმიერი ტიპის ცეცხლის შესაქმნელადაა აუცილებელი. თუმცა, უკვე ზოგიერთ იარაღს საკუთარი "ოქსიდაიზერიც" აქვს.


★ თუკი კოსმოსში იარაღს ისვრით, ინერციის ძალა (რომელსაც დედამიწაზე ადვილად გაუმკლავდებოდით ფეხის უკან მიწაზე გადადგმით) უკან, კოსმოსში გადაგისვრით ტყვიის სროლის საწინააღმდეგო მიმართულებით.


★ დედამიწის მიზიდულობის გარეშე, რომელიც ყველაფერს ახლოს "იკავებს", ტყვია ძალიან შორს წავიდოდა. ფაქტობრივად, ტყვიამ შეიძლება კოსმოსში სამუდამოდ "იმოგზაუროს", სანამ რამეს არ მოხვდება, მაგალითად ასტეროიდს.


★ კიდევ ერთი რამ - კოსმოსში მარტივია, საკუთარ თავს მოარტყათ ტყვია. როგორ?

ისროლეთ პირდაპირ პლანეტის ორბიტაზე. ასეთ შემთხვევაში ტყვია დარჩება ორბიტაზე, შემოუვლის პლანეტას და უკან დაგიბრუნდებათ.








9. რა მოხდება, თუ მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს მიირთმევთ?

image

ასეთ შემთხვევაში ის, თუ რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის საკვებს მიირთმევთ:


⚜ მაგალთად, თუ გადაწყვეტთ, რომ შეჭამოთ მხოლოდ შემწვარი ქათამი (ან სხვა ხორცი), სხეული ენერგიას ვეღარ მიიღებს, რადგან ეს საკვები არ შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ენერგიის წყაროა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი იძულებული იქნება, ენერგია თქვენივე კუნთებიდან მიიღოს.


⚜ მხოლოდ პურის ან მაკარონის ჭამაც ზიანს მოუტანს ორგანიზმს ამინომჟავას ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, ვიტამინ C-ს ნაკლებობის გამო სურავანდი დაგემართებათ.


⚜ ერთი სახეობის ბოსტნეულის ან ხილის ჭამაც მოახდენს გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან არ არსებობს ბოსტნეული, რომელიც იმ ცხრავე ძირითად ამინომჟავას შეიცავს, რაც აუცილებელი პროტეინია კუნთებისთვის.


ერთადერთი საკვები, რომელიც მდიდარია ყველანაირი საკვები ნივთიერებით, დედის რძეა. თეორიულად, ზრდასრულებსაც შეუძლიათ მისი მიღება, თუმცა, ალბათ, ძნელად იპოვით ისეთ ქალს, რომელიც ამაზე დაგთანხმდებათ.








10. რა მოხდება, თუ ვულკანში ჩავარდებით?

image

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს შეკითხვა მეტ სამეცნიერო გამოძიებას მოითხოვს, ვიდრე გგონიათ. ეჭვგარეშეა, რომ მოკვდებით, მაგრამ როგორ? - სწორედ ესაა საკამათო.


ვულკანის ლავის ტემპერატურა 4-ჯერ მაღალია თქვენს სამზარეულოში არსებულ ტემპერატურაზე. სავარაუდოდ, ლავაში ჩავარდნისას ადვილად დაიწვებით, თუმცა, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ლავას მაღალი სიმკვრივე მასში ჩაძირვის საშუალებას არ მოგცემთ და მის ზედაპირზე იქნებით გაჩერებული. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი სახეობის ლავაზე ფეხით სიარულიც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც სიცხეს უძლებს (თავად ნუ ეცდებით!)









წყარო: brightside.me

ილუსტრაციები: სერგეი რასკოვალოვი


ასევე დაგაინტერესებთ:


1. სტივენ ჰოკინგის თქმით, დედამიწა 200 წელიწადში აღარ იარსებებს - 7 მოსაზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს

image



2. 10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ

image



3. 15 მეცნიერული ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

image



4. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

image



5. 16 უცნაური იაპონური გამოგონება

image







4
1586
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1586
  
2018, 9 ივნისი, 21:33
დიდი მადლობა❤ მახარებს თქვენი შეფასებები❤
2018, 9 ივნისი, 21:18
როგორ ყოველთვის ბრავო
2018, 9 ივნისი, 19:40
ძაააალიან საინტერესო იყო
2018, 9 ივნისი, 19:19
ძალიან საინტერესო იყო.
0 1 4