x
image
თამილა გურაშვილი
მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი "უკვდავი" კიბოს უჯრედების გასანადგურებლად
image
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანიზმის ახალი დამცავი მექანიზმი სიმსივნური უჯრედებისგან. ბარსელონაში ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მღრღნელებზე, რომლებიც დაავადებული იყვნენ ავთვისებიანი ძუძუს კიბოს უჯრდებით.

კვლევამ აჩვენა, რომ ავთვისებიანი უჯრდები უსასრულოდ იყოფა ცილის p38alpha-ის აქტივობის გამო, რომელიც აღადგენს მათ დნმ-ს.

მეცნიერებმა შეძლეს დაებლოკათ ამ ცილის აქტივობა სპეციფიკური ინჰიბიტორებით კლასიკურ პრეპარატებთან, პაკლიტაქსელის და დოცეტაქსელის გამოყენებით, რომლებსაც ხმარობენ ქიმიოთერაპიის დროს.

ავთვისებიანი უჯრედების დნმ-მა დაიწყო დაშლა, ბევრი უჯრედი მოკვდა და სიმსივნე მთლიანად გაქრა.


შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბო დღეისთვის ყველაზე მეტად გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება. ამ დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 ადამიანი იღუპება.

2
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
91
  
2018, 9 ივნისი, 1:50
თამილა დიდი მადლობა ახალი კარგი ამბისთვის
2018, 9 ივნისი, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2