სისხლის სამართალი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა 2018, 8 ივნისი, 12:30 წუხელ, მოსკოვის გამზირზე, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, 12 წლის ბავშვს თან მშობელიც ახლდა. მოზარდი, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ჰოსპიტალში გუშინ მოთავსებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერმა, ქეთევან შარანგიამ განაცხადა, მოზარდს ჩაუტარდა სრული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ორგანოებისა და სისტემების რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. „საბედნიეროდ, შინაგანი დაზიანება გამოირიცხა, პაციენტს კანის საფარველი აქვს დაზიანებული მუხლებზე, ხელებსა და გვერდზე“, – განაცხადა შარანგიამ. შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 160 შეფასება არ არის
|