x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
„გაზით გაგუდული ეგონათ, მაგრამ ქმარს მოუკლავს და ოთახში გაზი გაუშვია“ - ახალი დეტალები 27 წლის ქალის გარდაცვალების საქმეში

image

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სალომე მარტიაშვილის მეზობლებმა "კურიერისგან" შეიტყვეს, რომ 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ტელეკომპანიის ცნობით, ის საკუთარმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ბლაგვი საგნით მოკლა, ადგილზე დანაშაულის კვალი გააქრო და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. იქვე იატაკზე ნახეს მისი მეუღლე, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახური ახლობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცოლ-ქმარი მთელი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდა.

პირველ ეტაპზე გამოძიება ქალის გარდაცვალების ვერსიად გაზით ინტოქსიკაციას განიხილავდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზამ სისხლის კვალს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სალომე მარტიაშვილის ოჯახში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს მოკლულის მეუღლე, 25 წლის ანზორ ლურსმანაშვილი, გარდაცვლილი ქალის მამა კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

ანზორ ლურსმანაშვილს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ანზორ ლურსმანაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

0
725
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0