x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკა გვარამია ციანიდის სკანდალზე დაკავებული დეკანოზ მამალაძის ადვოკატი იქნება
image


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება. ამჯერად გვარამია ყველაზე სკანდალური საქმის ადვოკატობას შეითავსებს. დღეს ნიკა გვარამია მატროსოვის ციხეში უკვე იმყოფებოდა, სადაც ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.


სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს სწორედ ნიკა გვარამია დაიცავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


"სტრასბურგის სასამართლოში მე გავუწევ პროცესს კოორდინაციას, თუ კვლავ იქნება ეს დეკანოზის სურვილი. ის არის ამ ხელისუფლების მძევალი. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიხსნათ ის უკანონო პატიმრობიდან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.



ნიკა გვარამია ე.წ. მატროსოვის ციხეში, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა და დეკანოზს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

image

"ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს", - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0