x
image
თამილა გურაშვილი
ჩერნობილის ზონაში ხანძრის არეალი 0,8 ჰექტრამდე შემცირდა

image
ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ზონა 1, 5 ჰექტარიდან 0, 8 ჰექტარამდე შემცირდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

უკრიანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის მიმდებარედ, სამშაბათს, დილით, ბალახს წაეკიდა ცეცხლი, ხანძარმა მოიცვა 12 ჰექტარი. ხუთშაბათისთვის კი ხანძრის ფართობი შემცირდა1, 5 ჰექტარამდე.

მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა დარჩენილ 0, 8 ჰექტარზე. სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 35 ერთეული ტექნიკა, 150 ადამიანი. ავიაციის დახმარებით მოხდა 318 ტონა წყალის გამოყენება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა არის ნორმალური.image

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0