საზოგადოება ჩერნობილში მასშტაბური ხანძარია და რადიაციის ფონიც გაზრდილია 2018, 6 ივნისი, 0:28 "ხელისუფლება დუმს! ჩერნობილში ფართომასშტაბიანი ხანძარია! კიევში რადიაციული ფონი გაიზარდა"- ამ ტიპის ინფორმაციები ვრცელდება დღეს კიევში, სოციალურ ქსელებში. კიევში უკვე პანიკა დაიწყო. მოსახლეობას ურჩვენ არ გახსნან ფანჯრები. ამ დროს კი ხელისუფლება არავითარ გამაფრთხილებელ ინფორმაციებს არ ავრცელებს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოსურათები უზარმაზარი ცეცხლის სვეტებით, რომელიც ვრცელდება ჩერნობილისკენ. მოსახლეობა გრძნობს დამწვრის სუნს, ოფიცილაური ინფორმაციით რადიაციული ფონი ოდნავ გაიზარდა. სახელმწიფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დილით დაიწყო, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობა ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. ბალახს ცეცხლი დაახლოებით 10 საათზე წაეკიდა. ხანძრის ადგილზე, ამჟამად მუშაობს 29 სახანძრო, 126 მაშველი, ორი AN-32P და Mi-8 ვერტმფრენი. ცნობილია, რომ მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს დილიდან. ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო საჰაერო ძალების ავიაციამ ცეცხლმოდებული ტყის ჩასაქრობად გამოიყენა 80 ათას ტონაზე მეტი წყალი. ხანძრის ტერიტორია უკვე 10-დან 6 ჰექტარზეა შემცირებული 260 შეფასება არ არის
|