x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ზაზა სარალიძე, მართლა მაგარი კაცია, ყველას გამოწვდილი ხელი მიიღო" - მაკა რაზმაძე
imageჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


მაგარი კაცია ზაზა სარალიძე მართლა... ყველგან მივიდა, ყველა აქცია აღიარა, ყველას გამოწვდილი ხელი მიიღო, ყველას თანადგომა მადლიერად დააფასა... ვინ იცის მის გულში ახლა რა ტრიალებს. ვინ იცის როგორ იდანაშაულებს თავს რომ პატარა ბიჭი ვერ დაიცვა მამამ... რუსთაველზეც დგას, ვაკის პარკშიც მივიდა... რა დაუნდობელი ხალხი ვართ, როგორ შეგვიძლია გადავუაროთ ადამიანს...


კომენტარები:


ნათია მზენათია ფერაძე - ის ხალხი, ვინც კივის ზაზამ შვილი გაყიდაო, ჩემთვის ყველა პოლიტიკოსზე უარესია, უბრალო ადამიანებს ვგულისხმობ, ანგაჟირებულებს.



რომეო კვარაცხელია - ქართველების კლასიკური მაგლითი.


Roberto Firmino - ფაქტია რომ უკვე ღრმად პოლიტიკური სახე მიიღო ყველაფერმა...პოლიტიკა არავის ინდობს..არც შვილმკვდარ მშობლებს..


ნინო ჟორჟოლიანი - მივიდა ხო და ივლის კიდე, მერე რა..ეს სიარელი უშველის საქმეს..მკვკელები რომ უნდა დაისაჯონ მაგას რად უნდა აქეთ იქეთ სიარელი...უნამუსო მთავრობა გადაყვებიან დათუნას ცოდვას..არავის არ მოუკლავს თურმე...არადამიანები...

ვერიკო კვანტიძე - ვინმე უარყოფს იმას რომ გამოძიება ჩიხში შევიდა?რას ითხოვდა ეს კაცი? შვილის მკვლელების დასჯას... ვაკე თუ საბურთალო თუ დიდი დიღომი თუ რუსთავი თუ წალენჯიხა და ასე შემდეგ.....გავერთიანდეთ და ვაპოვნინოთ ამ კაცს სამართალი


თამრიკო ზედელაშვილი - მეტის ღირსები ვყოფილვართ ქარტველები, რომ მარტო ნაცები დაინახეს და ატირებული, გამწარებული მამის ცრემლებმა ვერ შესზრა მათი გულები, გაიხსენეტ დავით გურამიშვილის ქარტლის ჭირი, აი ეს გვჭირს დღეს ქარტველებს, დადგომოდნენ პირველივე წუთიდან გვედში და არ ჩაეგდოთ ხელსი ნაცებისთვის, აი ეხლაც რომ გვმოძღვრავს ქაცარავა ვაკის პარკში, სად იყო 6 თვე?


Nini Ko - ვსო რა ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ, თვითონ ხომ იცის ვინცაა მკვლელი!!!პოლიტიკოსების გარეშე აქციები კი არ გამოვა(ძალიან მინდა გამოვიდეს მაგრამ...)ყველა აქცია მაინც პოლიტიკური გახდება მინიმუმ, ვსო სულიც და ცხოვრებაც ბოლომდე აუფორიაქეს ამ ხალხმა ამ კაცს, ხალხი კიდე ასე ჭრელი არასდროს არ დამინახავს რასაც ახლა ვხედავ....


რევაზ კვირკველია - "ჩემსავით უბრალო ადამიანები დამიდექით გვერდითო" და მართლაც უამრავი უბრალო ადამიანი მივიდა აქციაზე, მაგრამ "უბრალო" ადამიანების იქ დგომას "ბრალიანი" პოლიტიკოსები სათავისოდ რომ იყენებენ ესაა ცუდი და მიუღებელი. ამიტომაა რომ თანდათან "უბრალოთა" რიცხვი კლებულობს და "ბრალიანთა" მატულობს. ეს არც ქეყანას მოუტანს ხეირს და არც სიმართლის დადგენას წაადგება.


image


2
374
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
374
  
2018, 6 ივნისი, 11:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 ივნისი, 18:05
დროება იცვლება თურმე, მაკა რაზმაძე არ იყო გამსახურდიას "ცოცხლად, რომ მარხავდა"?
0 1 2