საზოგადოება სპეციალისტებმა ადამიანის ორგანიზმში კიდევ ერთი ტვინი აღმოაჩინეს 2018, 4 ივნისი, 12:38 ავსტრალიელმა მეცნიერებმა დამიანის სხეულში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ტვინი, რომელიც ნაწლავებში მდებარეობს. მათ შეძლეს მისი მუშაობის პრინციპების დადგენა, წერს Science Alert-ი. ენტერული(ნაწლავური) ნერვული სისტემა შედგება მრავალი მილიონი ნეირონისგან, რომელიც არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ეს სისტემა არის პერიფერიული, ფუნქციონირებს ავტონომიურად ცენტრალური ნერვული სისტემისგან, რომელიც შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისგან. ფლინდერის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკ სპენსერი ამნობს, რომ ენტერული ნერვული სისტემის ტვინს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ტვინი, რადგან ევოლუციის პროცესში პირველი წარმოიქმნა, ვიდრე ცენტრალური ნერვული სისტემა. სპეციალისტებმა მოიკვლიეს ელექტროიმპულსები თაგვების მსხვილი ნაწლავის ნეირონებში და დაადგინეს, რომ ენტერული ნერვული სისტემა სინქრონულად მოქმედებს ნეირონებზე, რომლებიც ნაწლავის კუნთების შეკუმშვის პროვოცირებას იწვევენ. კვლევის ავტორთა აზრით, ადრე მეცნიერებისთვის არ იყო ცნობილი, რომ ენტერული ნერვული სისტემის უჯრდები გენერირებდნენ ელექტრონულ იმპულსებზე. 93 2-ს მოსწონს
|