x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩაიკითხეთ! სულისშემძვრელი კომენტარები გიორგი ფოფხაძის სტატუსზე!

image

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ახლა გავიგე, რატომ არ აცვია ლევან დადუნაშვილის დედას შავები და გული ჩამწყდა... თავისი შვილის პერანგებით დადის... ვზივარ ახლა და პატარა ბავშვივით ვტირი...“, - წერს ფოფხაძე.

აქვე, გთავაზობთ კომენტარებს გიორგი ფოფხაძის პოსტზე:

მარიამ ორჯონიკიძე: ღმერთო, უშველე ამ ხალხს! დაუდექი გვერდით და მწუხარება შეუმსუბუქე!

ბელა ბელუსი: ნეტა ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს... რას აკვირდება, რა შავი, რის წითელი, განადგურებული ხალხია...

ნუკა არველაძე: აუ, გიო, გასკდა გული...

ხათუნა-ადელინა ენუქიძე: შავი რომ რამეს შველოდეს... ან როგორ შეიძლება ამით მანიპულირება, სასაცილონი...

ნონა ჩუბინიძე: რეალურად, ერთი დიდი სოფელია მთელი საქართველო, ბნელი, ყრუ და გოიმი...

მელ ანო: და ესეც რომ ამ ნაგვების გასაკითხი გახდა?!

მაკა რაზმაძე: რამე მნიშვნელობა აქვს, რა აცვია შვილმკვდარ მშობელს? სვავები...

გიორგი ფოფხაძე: ძონძს რა უნდა მოსთხოვო, მაკა?

ქეთინო რუხაძე: გული დამეწვა... როგორ სტკივა სული და სხეული ვინ იცის, როცა ეს თეთრი პერანგი აცვია...

ლუიზა დანელია: მოვკვდები...

ნინო ჩარკვიანი: ღმერთმა გააძლებინოს! გააძლიეროს...

ნინო თხელიძე: ასეც რომ არ იყოს, სხვისი რა საქმეა შავი ეცმევა, თეთრი, თუ ზოლიანი პერანგი. მისი პირადი საქმეა როგორ იგლოვებს შვილს.

თი ნა: რა სულ წაბილწულია ზოგი... მგონი მაგის მეტი შვილი არც ჰყავს ამ გაუბედურებულ დედას...

მაია როსტომაშვილი: ყველაფრის მკადრებელი ხალხი ვართ...

გელა ერაძე: ბ-ნ გიორგი, დიდი სჯულის კანონით 40 დღის შემდეგ გლოვა არ შეიძლება. ქართული შავები და კუბოს ფიცრამდე გლოვა წარმართული წეს-ჩვეულებებიდან შემოგვრჩა.

ნინო საჯაია: უსინდისო ადამიანები... ვისი რა საქმეა, რითი დადის, მამა რომ გარდამეცვალა სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, მაგრამ შავი ვერ ჩავიცვი... რომ კითხო, ყველა მორწმუნეა და ეკლესიასთან პირჯვრის გადაწერას ვერ მოასწრებ... არადა, ერთმანეთს ასწრებენ განკვითხვაში...

ნიკა მაია მესხი: ჩემი შვილის მაისურები მამამისს შემოაცვდა... ერთი მაისური მაქვს, სუნი ისევ აქვს, ნიკას სუ... 5 წელი გავიდა!!! ღმერთო!!!

კოტე სანებლიძე: რა შუაშია გლოვა და სჯულის კანონი, ქალი შვილის პერანგით დადის და ამიტომაც არ აცვია შავი, ხალხო

ნანა ქავთარაძე: შვილის სუნი აქვს...

ნინო რჩეულიშვილი: შავი ტანსაცმელია გლოვაა? ან საერთოდ, ვისი რა საქმეა უბედურ დედას რა აცვია?

ინგა ბერიკაშვილი: თან ეხუტება და სუნავსო... გასკდა გული...

ირინა სარიშვილი: ვისი რა საქმეა რატომ არ აცვია შავები?! თუნდაც თავისი პერანგი ეცვას, ვისი რა საქმეა!

ელენე გურეშიძე: დადუნაშვილები - ღირსეული ოჯახი!

ნინო გიგინეიშვილი: რა უგულო უნდა იყო რომ შვილმკვდარი დედა აქილიკო...

მარიამ ჭოტორიშვილი: ტანსაცმლის ფერით არ განისაზღვრება ტკივილი!!!

ცხოიძე ნინო: ქართველები არ ვართ ამას ჩვეული და მეც მესმოდა ეს კითხვები...

ნანა სეფაშვილი-გველესიანი: შვილმკვდარ დედას წესიერი ძაღლიც არ უყეფსო, სირცხვილია ხალხო!

დიანა მათიაშვილი: ხალხი, მართლმადიდებლობა მარტო გულზე მჯიღის ცემა არ არის, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, მით უფრო, ვის რა აცვია!

ნატალი ბორცვაძე: ჩემი მიცვალებული ჩემზე მეტად არავის სტკივა და არც არავის საქმეა მე შავს ჩავიცმევ თუ თეთრს...

თამუნა სვანიძე: რას ამბობთ...

დოლიძე რიტა: ვისი რა საქმეა რა აცვია - შვილმკვდარი დედისთვის შეიძლება წითელიც ძაძა იყოს...

თამუნა მელქაძე: ჩვენ ხომ გვჩვევია მანამ ამოვსვაროთ ადამიანი, სანამ სიმართლეს გავარკვევთ...

imageimageimageimage

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - იდეალური და სრულყოფილი საუზმე მუცლის ცხიმის გასანადგურებლად!

2 - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამ კაცის მომავალი საოცრად წარიმართა

3 - კაცმა სანაპიროზე აყროლებული ქვა იპოვა, რომელიც 200 000$ ღირს

4 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია

5 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!



1
727
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
727
  
2018, 4 ივნისი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1