"რატომ მივედით ამ დღემდე?
1. არ აღდგა სამართლიანობა და დამნაშავეები არ გასამართლდნენ.
2. ხელისუფლებას არ გააჩნდა არანაირი იდეოლოგია, დაკავებული იყო ქვეყნის გარედან დირექტივების შესრულებით.
3. პარლამენტში მოხვდნენ საკუთარი ბიზნესის "დამკრიშავი", ძირითადად ვაზელინა ვიგინდარები, თანამდებობებზე ინიშნებოდენ არაპროფესიონალები, "ათას ღობეზე" გადამხტარი ხალხი, ხოლო პატრიოტები და წესიერი ხალხი დარჩნენ თამაშგარეში.
4. ხელისუფლება ტელე–მედიასთან და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორთან ერთად ატარებდა ანტიეროვნულ პოლიტიკას.
5. დარღვეული იყო სახელისუფლებო ვერტიკალი, სახელისუფლებო შტოები გადანაწილებული იყო უაზროდ, რაც ქაოსის გარანტიაა.
6. საბანკო სისტემას და ბიზნეს–მონოპოლისტებს მიეცათ სრული კარტ–ბლანში ხალხის საძარცვავად.
7. ქვეყანა იქცა აზარტული თამაშების, პროსტიტუციის და ნარკომანიის ოაზისად.
8. ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის წყალობით ქვეყანა იქცა აზია–აფრიკიდან მოსული მიგრანტების ბაზად.
9. ისევე როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ქართველი ერი უნდოდათ მომხმარებლად და არა მწარმოებლად.
10. ყველაზე მთავარი: ქართველს ვერ აღუდგინეს ღირსება! ვერ გაითვალისწინეს წინა ხელისუფლების შეცდომები, რომ ხელისუფლება უნდა უსმენდეს ხალხს და უნდა ზრუნავდეს მასზე!"-წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, ზვიად ტომარაძე