საზოგადოება ზვიად კუპრავა - „26 მაისის დარბევის დროს რუსთაველზე არ ვყოფილვარ, ღამენათევს მეძინა“ 2018, 2 ივნისი, 0:06 ზაზა სარალიძის ადვოკატი ზვიად კუპრავა რუსთავი2-ის ეთერში მის ზონდერობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ 2011 წლის 26 მაისს დარბევის დროს რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა. ამის შესახებ კუპრავას ნიკა გვარამიამ კითხა. „დარბევის დროს რუსთაველზე საერთოდ არ ვყოფილვარ, მორიგე ვიყავი, ძალიან დაღლილი და ღამენათევს მეძინა. რომ ავრცელებენ კადრებს, თითქოს ვარბევდი. ჩვეულებრივი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვიყავი, 2013 წლამდე პატრულში ვმუშაობდი, შემდეგ გამათავისუფლეს. გავასაჩივრე და აღდგენა დაევალათ, თუმცა არ აღმადგინეს, “ - განმარტა კუპრავამ. ბოლო ხანს სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია და კადრები იმის თაობაზე, რომ სარალიძის ოჯახის ახლობელი და მათივე ადვოკატი ზვიად კუპრავა ნაციონალური მოძრაობის ძალოვან უწყებებში მუშაობდა და რუსთაველის გამზირზე მოსახლეობას არბევდა. . 752 3-ს მოსწონს 1-ს არა |
კუპრავას და მისნაირების იქ დგომის გამო, არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დადგება იქ, სადაც სხვისი შვილების მკვლელები დგანან.
მე პირადად თანადგომას ვუცხადებ სარალიძეების ოჯახს, მაგრამ არასდროს დავდგები მათ გვერდით ვინც ქართველების სისხლს ღვრიდა რუსთაველზე უმოწყალოდ.
იმ სიმართლით იარე...