სისხლის სამართალი არასრულწლოვანების მკვლელობისთვის დაკავებული ერთერთი პირი სასამართლომ გაამართლა 2018, 31 მაისი, 11:56 ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების სასამართლო განაჩენი გამოტანილია. საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთერთი დაკავებული გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში და გამტყუნდა სარალიძის შემთხვევაში. შედეგად, სარალიძეს, რომელსაც ყველაზე მეტი ჭრილობა ჰქონდა, მის მკვლელობაში მხოლოდ ერთი ბრალდებული რჩება. ამის შესახებ სასამართლოს ფოიეში სხდომიდან გამოსულმა ადვოკატებმა გააკეთეს განცხადება. თავად მხარეებს ან პროკურატურას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასეთი განაჩენი მოულოდნელი აღმოჩნდა მხარეებისთვის, რის გამოც დარბაზში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. დადუნაშვილის ოჯახს ამ განაჩენთან მიმართებაში შენიშვნები და პრეტენზიები არ აქვს, რადგან მათი აზრით მათი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სრულად დადგინდა. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, დაკავებულმა დაასახელა იმ პირის ვინაობა, ვინც გულმკერდის არეში დაარტყა სარალიძეს, ამდენად, სამომავლოდ პროკურატურა განსაზღვრავს იმ პირის მიმართ რა ღონისძიებები გატარდეს. 312 1-ს მოსწონს
|