ფსიქოლოგია გაინტერესებთ რატომ არ უნდა დასვათ მაგიდასთან მერვე ადამიანი?მაშინ ეს სტატია აუცილებლად წაიკითხეთ 2018, 1 ივნისი, 15:06
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ მაგიდასთან ერთმანეთთან ურთიერთუბა 7 კაცზე მეტს არ შეუძლია - მათი რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, კოლექტივი ინტერესების მიხედვი, ჯგუფებად იშლება. ამ დასკვნის დადებამდე, შემოქმედებითი საქმიანობის მქონე კოლექტივებში, მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი და დაკვირვება ჩაატარეს. მათი მოთხოვნით, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, თუ მორიგი საკითხების განხილვისას, დისკუსიებში, სხვადასხვა რაოდენობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პოლონელმა მეცნიერმა ალ. მატენკომ განაცხადა, სამეცნიერო და შემოქმედებით დისკუსიაშ მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა - 7 ადამიანი არის. ამ რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, ბევრად უფრო სწრადად და ხარისხიანად ასრულებს ყველა სახის დავალებას. ევროპელი მეცნიერის აზრს, ამერიკელი მეცნიერებიც ეთანხმებიან. კალიფორნიის ინსტიტუტის (BioCircuits Institute at the University of California, Institute for Nonlinear Science) ნეირობიოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 7 - არის თავის ტვინის «ოპერატიული მეხსიერების» მოცულობის ეკვივალენტი. და ეს რომ ასეა, ამის დამტკიცება უმარტივესი ტესტით შეიძლება: სთხოვეთ ნაცნობ-მეგობრებს, 10 სიტყვისგან შემდგარი სიის შედგენა და შემდეგ, ამ სიტყვების მეხსიერებით აღდგენა. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მხოლოდ შვიდი სიტყვის გახსენებას შეძლებენ. ამიტომ, 7 ოპტიმალურია ყველა სფეროში. უძველეს დროში, ამ ციფრთან დაკავშირებით, ექსპერიმენტებს არ ატარებდნენ და სამეცნიერო ტრაქტატები არც დაუწერიათ და არც წაუკითხავთ! მაგრამ, ინტუიციურად გრძნობდნენ სიტუაციას და სწამდათ ამ ციფრის მაგიური ძალის. 7-ს, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ადამიანების ცნობიერებაში. ბევრი მას ბედნიერ რიცხვადაც მიიჩნევს და ამის მიზეზი, შეიძლება ის არის, რომ ის საკრალურია ყველა ძირითად რელიგიაში: 7 ბრძენი, 7 სამყარო, 7 წმინდა ქალაქი... – ინდუიზმში; სამოთხის 7 ცა, ჯოჯოხეთის 7 კარიპჭე... – ისლამში; სამყაროს შექმნის 7 დღე: 6 სამუშაო და 1 დასვენების – იუდაიზმში; განსაკუთრებული ადგილი უკავია მას ქრისტიანულ რელიგიაში: კვირის 6 სამუშაო დღე და მეშვიდე წმინდა — კვირა, როდესაც ქრისტე აღსდგა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, მაცხოვრის მიერ დაწესებული 7 საიდუმლო, 7 სანთლიანი მენორა და ა. შ. ამ ციფრს განსაკუთრებული ადგილი აქვს ძველ მითოლოგიაშიც. მაგ., ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ ზეცისკე მიმავალი 7 გზა არსებობდა, ხოლო ძველ ბერძნულ და ინდურ მითებში, - 7 ბრძენია ნახსენები. ციფრი 7 უძველესი დროიდან ითვლება წმინდად - ამასთან სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ხალხებში. მაგ., 7 ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა ის ძველ ეგვიპტეში, პარსებს (ზორიასტრიზმის მიმდევრები ინდოეთში და პაკისტანში) - 7 დემონთან მებრძოლი 7 ანგელოზის სწამდათ. სულის 7 ალეგორიული გარდაქმნის სჯეროდათ ძველ ინდოეთში. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ამით, სატატის ძირითად საკითხს, არაფერი შეემატება და ამიტომ, აზრიც არა აქვს. მაგრამ, რადგან სიტყვამ მოიტანა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს 7 საოცრება. ჩვენამდე, ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში, საბერძნეთში შედგენილმა სიამ მოაღწია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, სიაში შემავალ ობიექტებზე უკეთესი არაფერი იყო. უბრალოდ, ძველად ფიქრობდნენ, რომ სიაში მხოლოდ 7 არტიფაქტის შეტანა შეიძლებოდა და ამიტომ, დროდადრო, მისი ჩასწორება, ანუ ობიექტების ჩანაცვლება ხდებოდა. ძვ. წ. აღრ. II ს-ის შემდეგ, სია არ შეცვლიალ (ან შეიძლება, შეიცვალა კიდეც, მაგრამ, ჩენამდე მხოლოდ ამ ვერსიამ მოაღწია). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგი და ღირსშესანიშნავი არაფერი შექმნილა. მაგრამ, ყველაფერს რაც განსხვავებული, კარგი და თვალშისაცემი იყო, - «მე-8 საოცრებას» ეძახდნენ და ასეთი საოცრება, უკვე ათობით და შეიძლება ითქვას, ასობითაც არის. მიუხედავად ამისა, ვერცერთმა მათგანმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საოცრებების სიაში. იქნებ იმიტომ, რომ «მე-8» იყო? თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 2 ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს და ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს
236 4-ს მოსწონს
|