პარამეცნიერებები 2 ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია 2016, 24 მარტი, 9:09 ეს არც «მადლობა» არის და არც «ბოდიში», როგორც ბავშვობაში გვასწავლიდნენ. ეს არის «საკმარისი» და «ღირსი».
რა მოხდება, რაღაცის უკმარისობაზე ჩაციკვლის ნაცვლად — იმაზე თუ დაიწყებთ ფიქრს, რომ ეს რაღაც, საკმარისი რაოდენობით გაქვთ? «საკმარისი სიყვარული მაქვს!» «საკმარისი ბედნიერება მაქვს!» «საკმარისი სიხარული მაქვს!» «საკმარისი ჯანმრთელობა მაქვს!» როგორც კი რამის ნაკლებობას იგრძნობთ — მაშინვე გაიხსენეთ ეს სიტყვა და გამოიყენეთ სიტუაციის მიხედვით, საჭიროების სახელთან კომბინაციაში. მაგ., თუ ფული შემოგაკლდათ, თქვით «საკმარისი ფული მაქვს!» და არა «ფული არა მაქვს!». მათეს 7:7
ადამიანი სიტყვებით შეტყობინებას და მოთხოვნას გზავნის ღმერთთან და მასზე არის დამოკიდებული, ის როგორი იქნება. მოცემული მაგალითის შემთხვევაში — «საკმარისი ფული» თუ «ფული არა».
თუ ჩვენ რამე არა გვაქვს, ე. ი. ეს რაღაცა არ გვჭირდება ან ვთვლით, რომ ამ რაღაცის ღირსები არა ვართ. ამ შემთხვევაში, იგივე სქემით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როგორც ზემოთ და საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ: «სიყვარულის ღირსი ვარ !» «სიხარულის ღირსი ვარ !» «ბედნიერების ღირსი ვარ !» და ა. შ. 609 8-ს მოსწონს
|