x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
'სდექ სოროსი "-ახალი კანონი უნგრეთში

image

უნგრეთის ხელისუფლება მუშაობს ახალ კანონზე რის მიხედვითაც ვინც არალეგალ მიგრანტს თავშესაფარს მისცემს ან სხვა მხრივ ხელს გაუმართავს ერთწლიანი ციხე ელოდება.

image

კანონი თუ ამ სახით იქნა მიღებული, საკვების მიწოდებაც კი დანაშაულად ჩაითვლება.ამასთანავე უნგრეთის მთავრობა აპირებს კონსტიტუციის შეცვლას, იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ შეძლონ მიგრანტების უნგრეთში გასახლება.

image

როგორც უნგრული გამოცემა Magyar Hirlap-ი იუწყება, პატიმრობა ელოდებათ იმ ადამიანებს, ვინც შემოიყვანს მიგრანტებს, დაეხმარება მათ თავშესაფრის მოძებნაში და ვინც აფინანსებს არალეგალ მიგრანტებს.

image

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარი განაცხადა მიეღო მონაწილეობა პროექტზე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების გადასახლებას შეეხებოდა, ის ცნობილი ევროსკეპტიკოსია და ევროკავშირთან ინტეგრაციის სასტიკი წინააღმდეგია.

image

უნგრეთის გარდა 160 000 სირიელი ლტოლვილის მიღებაზე უარი განაცხადა პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა.ამჟამად იტალიის და საბერძნეთის ბანაკები გადაჭედილია დევნილებით.

image

ფოტოზე:ქვეყნის სამხრეთი საზღვარი, სადაც შთამბეჭდავი ღობეა აღმართული და მუდმივად მიმდინარეობს პატრულირება

image

მმართველი პარტია "ფიდესი" პარლამენტის 2/3 შეადგენს, ასე რომ ახალი კანონი დიდი ალბათობით მომავალ კვირას დამტკიცდება.

image

კანონპროქტის სახელია "სდექ სოროსი", რომელიც გამოხატავს ანტიპატიას ამერიკელი მილიონერი-ფილანტროპის ჯორჯ სოროსის მიმართ, რომელიც უნგრეთში დაიბადა, მას ბრალს დებენ ევროპაში მუსულმანი მიგრანტების შემოსევის წახალისებაში, თვითონ ჯორჯ სოროსმა სამშაბათს პარიზში საგარეო ურთიერთობათა ევროპულ საბჭოზე(ECFR)განაცხადა, რომ ორბანი ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს ფეხქვეშ თელავს.

0
52
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0