საზოგადოება ჩინური კოსმოსური ხომალდი წყნარ ოკეანეში ჩავარდა 2018, 29 მაისი, 14:55 ჩინური კოსმოსური ხომლდი Тяньгун-1», რომელსაც შიშით ელოდებოდნენ მსოფლიოს რიგ ქვეყანაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწვა. მას რამე დაზიანება არ გამოუწვევია. ატმოსფეროსთან შეხების მერე კოსმოსური ხომალდი მთლიანად დაიწვა და ნარჩენები ჩაიძირა ოკეანის ფსკერზე.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოსმოსური ხომალდის ნარჩენები ჩამოვარდებოდა ბრაზილიაში, ოკეანის სანაპიროზე ქალაქ სან პაულოსა და რიო-დე-ჟანეიროს შორის.
კოსმოსური ხომალდიТяньгун-1» გაშვებულ იქნა 2011 წელს, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ჩინეთის ამბიციური კოსმოსური პროგრამის ექსპერიმენტი 2023 წლამდე.
თავიდან დაგეგმილი იყო, რომ კოსმოსურ ხომალდს გამოიყვანდნენ ექსპლოატაციიდან 2013 წელს, მაგრამ ეს რამდენჯერმე გადაიდო.
2016 წელს ჩინეთმა განაცხადა, რომ დაკარგა კონტროლი კოსმოსურ ხომალდზე. ცენტრს არ შეეძლო სიგნალების გაგზავნა და მიღება Тяньгун-1-დან. რის გამოც ხომალდი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან და ჩავარდა ოკეანეში ყოველგვარი კვალის გარეშე,
42 შეფასება არ არის
|