საზოგადოება ლონდონს 4 საათის განმავლობაში 15 ათასმა ელვამ დაარტყა 2018, 29 მაისი, 14:17 ლონდონის სამხრეთს 4 საათის განმავლობაში 15 ათასმა ელვამ დაარტყა. ეს ბუნებრივი კატაკლიზმა კვირას, გამთენიისას მოხდა. მეტეოროლოგებმა არახელსაყრელი ამინდის გამო ფორთოხლისფერი საფრთხის შესახებ გაავრცელეს განცხადება. გააფრთხილეს მოსახლეობა და მოუწოდეს, რომ დარჩნენ სახლში.
500-ზე მეტი ზარი შევიდა საგანგებო სამსახურში. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესობა იყო შესული არა ხანძარზე, არამედ წყალდიდობაზე. რამდენიმე შენობა დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
Stansted-ის აერეპორტში ელვამ დააზიანა თვითმფრინავების ფრენის სისტემა. ავიარეისების დიდი ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო.
ადგილობრივმა საელმწიფო სამსახურებმა გადაწყვიტეს, გათიშონ ელექტროენერგია და ტრანსპორტის მოძრაობა, თუ სიტუაცია კიდევ ასე გაგრძელდა.
73 1-ს მოსწონს
|