x
image
Culture Express
რატომ ურჩევდნენ სახელის შეცვლას სალმა ჰაიეკს და როგორ მიაღწია მან წარმატებას ჰოლივუდში?
image სალმა ჰაიეკი მსოფლიო ყურადღებას 90-იანი წლების დასაწყისიდან იკრებს, როდესაც სულ ახალგაზრდა მსახიობი ყველასგან გამორჩეული ვიზუალით და თავისებური მექსიკური აქცენტით სახასიათო როლებს ასრულებს ჰოლივუდის ფილმებში.

image ჰოლივუდს არც მექსიკური აქცენტი და არც ეთნიკური შესახედაობა უკვირს, საინტერესოა რატომ მაინც და მაინც სალმა ჰაიეკი, რით იყო ის განსაკუთრებული და როგორ შეძლო მან მისი ქვეყნიდან ჰოლივუდში ჩასული ასობით მსახიობზე წინ დამდგარიყო და სწორედ მას მიეღო საოცნებო როლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსახიობი დღეს 51 წლისაა და აქტუალობას არ კარგავს.



image

მსახიობმა შოუში აღნიშნა, რომ როდესაც ის მის კარიერას იწყებდა ურჩევდნენ, რომ სახელი შეეცვალა, რაიმე უფრო გავცელებული და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი შეერჩია, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

" ჩემი სახელი - სალმა არ არის მექსიკური სახელი, ეს არაბული სახელია ( სალმა ჰაიეკის მამა ლიბანური წარმოშობის მექსიკელია) და ნაკლებადაა გავრცელებული ჩვენთან. მახსოვს როდესაც მე ჩემს პროფესიას ვეუფლებოდი ჩემთან ერთად უამრავი არაჩვეულებრივი მსახიობი სწავლობდა, ისინი მეუბნებოდნენ რომ სახელი შემეცვალა, მე ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა გამეკეთებინა ეს, ვეკითხებოდი, რატომ? მპასუხობდნენ - ეს ხომ მახინჯია, ის ხელს შეგიშლის შენ წარმატების მიღწევაში. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი, ჩემი სახელი ჩემი სახელია და როგორც ხედავთ ჩემს სახელს ხელი არ შეუშლია ჩემთვის ვყოფილიყავი წარმატებული.."

image

" სასაცილოა, ის რომ ჩემმა ბიძამ, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს გადაწყვიტა მისი შვილისთვის ასევე დაერქმია სალმა, გამოვიდა რომ ჩემს ბიძაშვილს ჰქვია სალმა და ის არის ასევე ჰაიეკი. როდესაც ვინმე კითხულობს მეხიკოში ჩემს სახლს, როგორც იქნა მიაგნებს და იკითხავს თუ სად არის სალმა ჰაიეკი, ჩემი ნათესავები ეძახიან ჩემს ბიძაშვილს, როდესაც გამოდის პატარა სალმა, მას ეუბნებიან, არა, შენ არა ხარ ნამდვილი სალმა ჰაიეკი, ის კი ჯიუტად ამტკიცებს და ნერვიულობს - მე სალმა ჰაიეკი ვარ.."

image

სალმა ქალაქ კოაცაკოალკოსში დაიბადა, სამხრეთ მექსიკაში. დედა ეპანური წარმოშობის ოპერის მომღერალი ხოლო მამა ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელია. მექსიკიდან ის ნათესავთან წავიდა ჰიუსტონში, სადაც იბეროამერიკულ ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, სადაც 23 წლის ასაკში იღებს მთავარ როლს ტელენოველაში: " ტერეზა" 1989, რომლის საშუალებითაც ეროვნული ვარსკვლავის სახელს იხვეჭს. მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს ფაქტი, როდესაც ის ჰოლივუდის რთულ გზას ადგება, რომელიც ვერსკვლავობისკენ მიდის, მას საკუთარ სამშობლოში მოპოვებული პოპულარობა და ხალხის მხარაჭერა ეხმარება გარკვეულწილად. 1991 წელს გადადის საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში და იწყებს გზას " ეკალბარდებიდან ვარსკვლავობამდე.." ჰაიეკი თავდაუზოგავად შრომობს, სამსახიობო მასტერკლასებს გადის ჰოლივუდის წრეებისთვის კარგად ცნობილ პედაგოგ სტელა ადლერთან.

1995 წელს როდრიგესი ჰაიეკს იწვევს ფილმში "სასოწარკვეთილი" სადაც მისი პარტნიორია ანტონიო ბანდერასი, ფილმმა ნანატრი პოპულარობა მოუტანა ჰაიეკს, მისი ტიპაჟი ზუსტად შეესაბამებოდა პერსონაჟს.


სალმა ჰაიეკი და ანტონიო ბანდერასი ფილიმიდან "სასოწარკვეთილი"

ამის შემდეგ გადაიღეს ფილმებში "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" სადაც პარტნიორობა კვენტინ ტარანტინოსა და ჯორჯ კლუნს გაუწია, "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია" 1999 წელს კი ვილ სმიტთან ერთად გამოჩნდა ფილმში "ველური ველური ველური დასავლეთი". სალმა ჰაიეკი მხოლოდ მსახიობობას არ ჯერდება და იწყებს საპროდიუსერო მოღვაწეობას. 2000 წელს აფუძნებს საკუთარ კომპანიას. პირველი ფილმი, რომელზეც როგორც პროდიუსერმა იმუშავა იყო გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი ნაწაროების ეკრანიზაცია "პოლკოვნის არავინ სწერს" - ფილმი ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.

ჯონი დეპი და სალმა ჰაიეკი 1995 წელი

image

image

2002 წელს პროდიუსერობას უწევს და მთავარ როლს ასრულებს ფილმში " ფრიდა" სადაც ფრიდა კალოს როლს ასრულებს, ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სალმა ჰაიეკი ოსკარზე წარადგინეს.

image

2006 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის, რადგან ამ წელს გადაიღეს ფილმებში "შეეკითხე მტვერს", სადაც პარტნიორობა კოლინ ფარელს გაუწია, სწორედ ამავე წელს გადაიღეს ფილმში ბანდიტები სადაც სალმა ჰაიეკი პენელოპე კრუზთან ერთად გამოჩნდა.

სალმა ჰაიეკი და კოლინ ფარელი ფილმიდან "შეეკითხე მტვერს"

image

პენელოპა კრუზი და სალმა ჰაიეკი ფილმიდან "ბანდიტები"

image

სწორედ 2006 წელს გახდა სატელევიზიო სერიალ "უშნო ბეტის" საშემსრულებლო პროდიუსერი. სერიალს დიდი წარმატება ხვდა წილად, 2006-2010 წლებში მისი ტრანსლაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა.

მსახიობს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, როგორც მსახიობმა ჯიმი კიმელის შოუში აღნიშნა სახლში სამ ენაზე: ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულად საუბრობენ და მისი შვილიც ამ ენებს ფლობს, თუმცა თავად სალმა უპირატესობას მშობლიურ ესპანურს ანიჭებს. მის ინგლისურს დღემდე დაჰკრავს ესპანური აქცენტი.

image

მსახიობი ოჯახთან ერთად

image



0
582
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0