ფსიქოლოგია 7 შოკისმომგვრელი დამთხვევა, რომელიც განცვიფრებულს დაგტოვებთ! 2018, 2 ივნისი, 11:33 გჯერავთ დამთხვევების? თუ პასუხად გაგვცემთ "არა" -ს, მაშინ დღევანდელი სტატიის შემდეგ, აუცილებლად დარწმუნდებით საოცარი დამთხვევების არსებობის შესახებ... 1. ქალი, რომელსაც გემის კატასტროფაში სიკვდილი არ უწერია ვიოლეტ ჯესიპი - ქალი, რომელსაც გემის კატასტროფებში სიკვდილი არ უწერია. ის 3 გემი=ში მუშაობდა მიმტანად და გამცილებლად. სამწუხაროდ სამივე გემი ჩაიძირა: HMS Olympic; HMHS Britannic და RMS Titanic, თუმცა სამივე კატასტროფიდან ცოცხლად გადარჩენა მოახერხა. 2. ტყუპები ჯიმის სახელის ტყუპები, ჯერ კიდევ 4 თვის ასაკში სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს. 39 წლამდე მათ ერთმანეთის შესახებ ძალიან ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი. მაგრამ ამ ტყუპებმა ისეთი ცხოვრება განვლეს, რომ თითქოს ერთმანეთისგან არც კი დაშორებულან: პირველ რიგში ტყუპებს, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებმა იშვილეს, ჯიმი დაარქვეს. შემდეგ, ორივემ ერთი და იგივე ბრენდის ავტომობილი შეიძინა, ერთი და იგივე სიგარეტს ეწეოდნენ, დასასვენებლადაც კი ერთსა და იმავე კურორტზე ჩავიდნენ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მათ ერთმანეთის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ. წლების შემდეგ, ორივე დაქორწინდნენ და ბედნისწერამ ორივეს ლინდას სახელის გოგონა არგუნა. ორივე დაქორწინდნენ მეორედაც, მეორე მეუღლეების სახელი ბეთი იყო. საკმარისია ამდენი დამთხვევა??? - რათქმაუნდა არა! ისინი სხვადასხვა ქალაქის პოლიციაში მუშაობდნენ, ორივეს ჰყავდა ძაღლი, რომელსაც ტოი შეარქვეს. ეყოლათ ვაჟი და ორივემ კალებ ალენი დაარქვეს - ამ ყველაფრის შესახებ არცერთმა არაფერი არ იცოდა! 3. პოეს წინასწარმეტყველება ედგარ ალენ პოე - ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომელმაც ერთ-ერთ ნაწარმოებში დიდ წინასწარმეტყველებას მოაწერა ხელი. ნაწარმოების თანახმად, გემის კატასტროფიდან გადარჩენილ 4 მგზავრს უკაცრიელ ოკეანის წყლებში მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა, ამ მომენტში 3 მგზავრი გადაწყვეტს მეოთხე მგზავრის, რიჩარდ პარკერის შეჭმას. წიგნის გამოცემიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, 1884 წელს ნაწარმოები რეალურად გარდაიქმნება... გემის კატასტროფას გადაურჩება 4 მგზავრი, ამათგან ერთ-ერთს ნამდვილად რიჩარდ პარკერი ჰქვია და ზუსტად მის შეჭმას გადაწყვეტს ოკეანის წყლებში გახიზნული 3 გადარჩენილი. ასე დეტალებში როგორ იწინასწარმეტყველა პოემ? 4. ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ჰენრი ტენდი ინგლისურ არმიაში გამოიძახეს. ომის დასასრულს, ჰენრი შეხვდა დაჭრილ გერმანელ ჯარისკაცს და მისკენ იარაღი გაიშვირა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარისკაცი მის მტერს წარმოადგენდა, ჰენრიმ არ ესროლა დაჭრილ ჯარისკაცს. მან არ მოკლა ადოლფ ჰიტლერი. თუმცა საუბედუროდ ადამიანი, რომელსაც ჰენრი ტენდიმ სიცოცხლე აჩუქა, კაცობრიობის ხორცშესხუმი მტერი გახდა. ჰიტლერი გახდა ფაშისტური გერმანიის ლიდერი და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი წამომწყები პიროვნება. სამწუხაროდ, ჰენრის მიერ ნაჩუქარ სიცოცხლემ მომავალში 80 000 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა! 5. მარკ ტვენი და სიკვდილის თარიღი კიდევ ერთი საოცარი დამთხვევა თუ წინასწარმეტყველება, ამჯერად მარკ ტვენის შესრულებით! მან საკუთარი სიკვდილის თარიღი ამოიცნო... 1909 წელს, მან თავის სიკვდილის შესახებ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: "1835 წელს, ჰალეის კომეტათან ერთად გავჩნდი დედამიწაზე, მომავალ წელს, ეს კომეტა კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება, თუმცა ეს ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდება!" ტვენმა გამოიცნო თავის სიკვდილის თარიღი. 1910 წლის 21 აპრილს, მარკ ტვენი გარდაიცვალა. 6. მფრინავი ჰოლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელიც შემთხვევით გადაურჩა ორ ავიაკატასტროფას. პირველ შემთხვევაში - მან გადაწყვიტა უფრო ადრე რეისით გაფრენილიყო, ვიდრე უწევდა. ადრეულ რეისით გაფრენის შედეგად, მან მშვიდობიანად იმოგზაურა, რაც შეეხება რეისს, რომელიც წესით და რიგით უნდა გაფრენილიყო, ავიაკატასტროფა განიცადა. ამგვარად ინტუიციამ არ უღალატა და გადაურჩა ავიაკატასტროფას. მეორე შემთხვევაში - მან სამოგზაუროდ უფრო მარტივი ხერხი მოძებნა და დააბრუნა თვითმფრინავის ბილეთი, რომელმაც გაფრენიდან რამოდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. იღბლიანი ჰოლანდიელი გაოცებული იყო ამ ფაქტით! როგორც ცნობილია, მას შემდეგ თვითმფრინავით მოგზაურობაზე აღარც უფიქრია... 7. ტიტანიკი მორგან რობერტსონის რომანის თანახმად, ტიტანიკის გემი ჩაიძირებოდა. 14 წლის შემდეგ, აშენდა გრანდიოზული კრუიზი, რომელსაც ტიტანიკი დაარქვეს, ანალიტიკოსების აზრით, ეს გემი არასოდეს არ ჩაიძირებოდა, თუმცა რობერტსონის წინასწარმეტყველება ასრულდა... როგორც რომანში იყო ნახსენები, გემი ჩრდილო ატლანტიკის აისბერგს დაეჯახა და კატასტროფა განიცადა! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. ილუსტრაციებით გადმოცემული ურთიერთობის ამსახველი სიტუაციები, განელი ილუსტრატორიგან! 2. ჩვენთვის ცნობილი სუპერ გმირები, დუბლიორებთან ერთად... 3. ყველას გვეგონა რომ კაიფში იყო, მაგრამ ვცდებოდით - ვინ არის ლაშა ერგემლიძე? 4. ყველაზე ჭკვიანებსაც უჭირთ ამ გამოცანის ამოხსნა (გასართობი ტესტი) 5. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, ავსტრალიაში მოგზაურობის სურვილს ნამდვილად დაკარგავთ! 2028 5-ს მოსწონს
|