კინო "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი,მერიემ უზერლი ისე შეიცვალა ვეღარ იცნობთ 2018, 26 მაისი, 14:32
ცნობილი თურქი მსახიობი მერიემ უზერლი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა და ნახევარმა მსოფლიომ გაიცნო ტელესერიალით "დიდებული საუკუნე", ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ადრესატი სოციალურ ქსელში და არც თუ უსაფუძვლოდ.34 წლის მსახიობმა პლასტიკური ოპერაციების და კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ აშკარად დაიმახინჯა თავი, ასე თვლიან მისი თაყვანისმცემლები.
ბოლო მისი ფოტოები "ინსტაგრამზე" ამის ნათელი დასტურია, აშკარად ჩანს, რომ მერიემ უზერლიმ გაიდიდა ტუჩები, ყვრიმალები უფრო გამოკვეთილი აქვს, წამწამების გაზრდილია, მოახდინა წარბების კორექცია და ქერად გადაიღება თმები. მერიემ უზერლი დაიბადა 1983 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში, მამით თურქია, დედით გერმანელი, სამსახიობო განათლება გერმანიაში ფრეზეს სტუდიაში მიიღო(ქ.ჰამბურგი), მსახიობს ნათამაშევი 15 მეტი როლი ფილმებში და სერიალებში, განსაკუთრებით პოპულარობა მოუტანა სერიალმა "დიდებული საუკუნე", სადაც მან მან ჯილდო „ოქროს პეპელა“, როგორც 2012 წლის საუკეთესო მსახიობი ქალი. 474 5-ს მოსწონს
|