x
image
ვიზა კოხაძე
"...რაც შეეხება ამ ფორმას, მე არ ვიცი, მე პირველად შევხვდი,პირადად ასე დაწყევლა, ჩემთვის ეს უცხო რამე იყო ..." - მამა თეოდორე გიგნაძე

imageქართული ტელერადიო მაუწყებლობისა და ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული ტელეკომპანია " რუსთავი 2 "- ის ჟურნალისტის თოქ შოუ " არჩევანის" წამყვანის გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში გასული რეპორტაჟი, სადაც ისედაც სკანდალურმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ მოახერხა და ახლა უკვე შეუწყნარებლად და ამბიონიდან ქადაგებით " შეჩვენებაზე" და " დაწყევლაზე" მიიღო "კურთხევა".

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა "არჩევანში" მხატვარ ლია უკლებას ნახატზე "თვითმკვლელი ღვთისმშობელის" შესახებ განცხადება გააკეთა.აი, რა განაცხადა მან პირდაპირ ეთერში: - "არჩევანში" სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“. ჟურნალისტის გამოსვლამ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების და რაც ყველაზე საგულისხმოა, საპატრიარქოს მღვდელმთავრების ( მათ შორის სინოდის წევრებისა და ეპისკოპოსების ) რისხვა დაიმსახურა.საზოგადოების ნაწილი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, ზოგი ქვეყნის დატოვებას ურჩევს, ზოგი კი ჟურნალისტიკიდან წასვლას ურჩევს.ტელეკომპანია "პირველი" - ს ეთერში საინტერესო განცხადება გააკეთა მამა თეოდორე გიგნაძემ, რომელმაც დაგმო გაბუნიას ცინიკური დამოკიდებულება სიწმინდეების მიმართ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა თეოდორესთვის დაწყევლაც "უცხო რამე იყო".imageმამა თეოდორე გიგნაძე: - "... ეს მეორე შემთხვევა იყო გიორგი გაბუნიას მხრიდან, როცა ასე ცინიკური დამოკიდებულება გამოავლინა სიწმინდის მიმართ, სადაც გამიქრა სურვილი "რუსთავი 2" - თან თანამშრომლობისა, თუმცა პირველი შემთხვევის შემდეგ მქონდა ურთიერთობა "რუსთავი 2" - თან და მე მაშინ ვუთხარი მათ, რომ მასმედია ერის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს და განიცდიდეს რა შინაგანი მდგომარეობა აქვს ერს, რა არის მისთვის მგრძნობიარე თემა - სენსიტიურს რომ უწოდებენ... ჩვენი სამშობლო არის ეს, რომელსაც თავისი საფუძველი აქვს ჩვენი კულტურიდან გამომდინარე და თუ გინდა რომ შენ შენი ხალხის ტელევიზია იყო, მაშინ ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებზე არ უნდა ითამაშო... ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ცდილობ ერთიდაიგივე ტელევიზია, ცინიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებ თან ჯიპიანი მღვდლებისა და საპატრიარქოს მიმართ კი არა - არამედ მაცხოვრის მიმართ... ".imageimageimageპ.ს. ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფალი სიტყვის თქმის უფლება, როგორც ერს, ასევე ბერს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ სად? როგორ? და რა ასპექტში განიხილავს ნებისმიერ საკითხს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მკითხველისთვის, მეც, როგორც ერთი რიგითი ქრისტიანი და ამ ქვეყნის შვილი, ნამდვილად არ მომეწონა გიორგი გაბუნიას გადაცემაში " ერთი უცნაური სტუმრის " არსებობა, ეს ისევე მიუღებელი იყო ჩემთვის, როგორც საპატრიარქოს ბოიკოტი ტელეკომპანიის მიმართ და ამბიონიდან ჟურნალისტის დაწყევლა.

1
399
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
399
  
2018, 29 მაისი, 14:31
ბოდიში უნდა მოიხადოს იმ მღვდელმა ამ წყევლისთვის ღვთის და ერის წინაშე.
0 1 1