მხატვრობა მაია დარსმელიძე:ბოროტო, დამპალო, სისხლმადიდებელო ბნელებო 2018, 25 მაისი, 14:37
მომღერალი მაია დარსმელიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, კერძოდ ქუთაისელი მხატვარის ლია უკლებას ნახატს "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით"(იგივე "თვითმკვლელი ღვთისმშობელი"), რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს შექმნა და მაშინვე ნახატს "მკრეხელობის" კვალიფიკაცია მისცეს, ორი წლის შემდეგ ილიაუნში გამოიფინა ეს ნამუშევარი და მაშინაც რეაქცია იდენტური იყო, თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი რამდენიმე დღის წინ კი გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევნაში" მოჰყვა, როდესაც გაბუნიამ ნახატს ასეთი კომენტარი დაურთო:"დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგოც წესი ცნობილია "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს".
მაია დარსმელიძე მორწმუნე მრევლს მიმართავს: "რომელ მოდაში შემოსულ ათეიზმზე ლაპარაკობთ?! რას გავხართ? რას დაამსგავსეთ ქვეყანა? ნეტა საიდან, ან რატომ გაჩნდა ამდენი "ათეისტი", არ გიფიქრიათ? ცალკე საკითხავია ათეისტს ვის ეძახით: და ეძახით ყველას, ზედიზედ, ვისაც ლოგიკური შეკითხვები ებადება და ოოოდნავ გაანძრია ტვინი! ყველას ან ათეისტს ან სატანას ეძახით (არც ეს ორია სინონიმი, ს***ო). ვინც გეუბნებათ რომ ღმერთი ძალადობა არ არის და არის სიყვარული - სატანას ეძახით. ამ შუღლზე და აგრესიაზე აგებულ რწმენის პაროდიას და ანაფორიან მაპეტ შოუს ვის აჭმევთ? ან ღმერთი რატოა ბუა, ცოფიანებო? წადი, შენი ბნელი და ბოროტი სიტყვაც მოვ***ნ, ჩემი ღმერთი - სიყვარული და თავისუფლებაა და არაფერი მაქვს შენთან საერთო. ან რომელ ცენზურაზე ალაპარაკდით? ვინ უნდა აკონტროლოს გამოხატვის თავისუფლება? თქვენ, ბნელო, ბრტყლად და პრიმიტიულად მოაზროვნე მძორებო? რა უნდა აცენზუროთ? ის ნახატი, წიგნი, ფილმი, კლიპი, მემორიალზე ცეკვა, "თვითმკვლელი ღვთისმშობელი", რამაც წესით ძალიან ღრმად უნდა დაგაფიქროთ? არ გაწყობთ რომ ხელოვნება ისედაც წყალწყალა ტვინის განძრევაში და დაფიქრებაში დაგეხმაროთ? სანამ ცოფი თვალებს აგიმღვრევდეთ, არ გიცდიათ უბრალოდ დაფიქრება, რა და რატომ არის გამოხატული ამ ფორმით? ჩემთვის ის "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ნახატი იცით რა არის? იმდენი რწმენას ამოფარებული ბნელი ფარისეველი და ჩვეულებრივი აფერისტი იბრალებს ქრისტიანობას და ღმერთის და სიყვარულის სახელით შენიღბული იმხელა სიბოროტეს თესავს და ამ სიბოროტით წამლავს ბრმად გამოყოლილ უვიც ბრბოს, რომ სწორედ იმ საფეთქელთან მიტანილი იარაღით უნდა თავის მოკვლა ღვთისმშობელს, რომელსაც არანაირად არ ემეტება თქვენს გასაჯიჯგნად, თქვენს უმადურ ცოდვებს შეწირული იესო, იმიტომ რომ ამხელა მსხვერპლს უბრალოდ არ იმსახურებთ, ბოროტო, დამპალო, სისხლმადიდებელო ბნელებო.... თვითონ მხატვარმა ლია უკლებამ თავის დროზე ასე ახსნა ნახატის შექმნის სურვილი: "ამ ნახატის ინსპირატორი იყო ხალხი, ვინც რელიგიის სახელით ათას საზიზღრობას ჩადის, შეუძლიათ გაწირონ, კუთხეში დააყენონ ადამიანი, ჩაქოლონ, მოკლან. მარიამის „თვითმკვლელობის მცდელობა“ არის მესიჯი იმისა, რომ ღირსები ვართ უღმერთოდ დაგვტოვოს. ეს ხუმრობა იყო ჩემი მხრიდან, მწარე ხუმრობა, რომელზეც დაფიქრება გვმართებს." ანუ ნახატი არის ერთგვარი მეტაფორა, თუმცა საზოგადოების უმეტესებოამ ის სწორხაზოვნად აღიქვა. ლია უკლება(დაბ.1975წ) ფემინისტი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად ქალთა უფლებებს და მათ პრობლემებს წარმოაჩენს.ცხოვრობს ქუთაისში, ბოლო 7 წელია ხატავს და შექმნა 55-ზე მეტი ნამუშევარი, მოაწყო რამდენიმე გამოფენა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. 791 12-ს მოსწონს |
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge