მხატვრობა თავდასხმა ადოლფ ჰიტლერის ნახატზე 2017, 5 ოქტომბერი, 13:34 იტალიაში "შეშლილთა მუზეუმში"(Museo Della Follia), რომლის გამოფენაც იტალიის ქალაქ სალოში იმართება, ერთ-ერთი დამთვალიერებელი სახრახნისით შეიარაღებული გაქანდა ჰიტლერის შექმნილ ნახატისკენ, ყვირილით "არამზადა!" დაცვამ დროზე შეაჩერა მამაკაცი, მან ვერ მოსწრო ნახატის დაზიანება. ამის შემდეგ პიროვნებამ, რომლის სახელი და გვარი უცნობია, მუზეუმის დარბაზი დატოვა, როგორც Deutsche Welle იუწყება, ფერწერა ეკუთვნის გერმანელ კერძო კოლექციონერს, მფლობელმა ინციდენტის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა. "შეშლილთა მუზეუმში" სულ 200 ფერწერული ნამუშევარი, სკულპტურა და ინსტალაციაა გამოფენილი და შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ფსიქიკურად დაავადებულად ითვლებიან.ჰიტლერის ნახატი ამ გამოფენაზე პირველად წარადგინეს. როგორც ცნობილია ადოლფ ჰიტლერი მხატვარი იყო, 18 წლის ასაკში ცდილობდა ვენის სამხატვრო სკოლაში ჩარიცხულიყო, მაგრამ მეორე ტურში ჩაიჭრა, მოგვიანებით ვენის სამხატვრო აკადემიაშიც სცადა ჩაბარება, მაგრამ უშედეგოდ. 86 6-ს მოსწონს
|