მხატვრობა იაპონელი მხატვარი,რომელიც საკუთარი ვაგინით არის შთაგონებული დაკავებული იქნა 2014, 21 ივლისი, 18:56 იაპონურ საზოგადოებაში დაიწყო ცხარე დებატები მხატვრის დაკავების გარშემო, რომელიც ქმნის საკუთარი საშოს ასლის ფორმის ხელოვნების ნიმუშებს.
42 წლის მეგუმი იგანაში(Megumi Igarashi) დააკავეს გასულ შაბათს იმის გამო, რომ მან დააგზავნა ციფრული ფაილები, რის მიხედვითაც მომხმარებლებს შეეძლოთ 3D-პრინტერზე მისი საშოს მოდელის დაბეჭდვა. მხატვრის დაკავებამ კიდევ ერთხელ დააფიქრა იაპონური საზოგადოება გადახედონ კანონებს, რომელის სჯის მოქალაქეებს საჯაროდ გარყვნილი ქმედებისათვის. მეგუმი იგარაში, ცნობილია ფსევდონიმით" Rokudenasiko" (იაპონურად ნიშნავს - "არაფერში გამოსადეგი გოგონა"), წერს საკუთარ საიტზე, რომ მან უკვე დაამზადა რამდენიმე სილიკონის მოდელირებული საკუთარი სასქესო ორგანო. იმედი აქვს, რომ მისი გენიტალიები საზოგადოებაში უფრო პოპულარული გახდება. მისივე განცხადებით, "საშო არის ტაბუ იაპონურ საზოგადოებაში, ითვლება უხამსობად, ხოლო მამაკაცის პენისი პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია". აქამდე იაპონიაში ცოტა თუ იცნობდა მეგუმი იგანაშის, თუმცა დაკავების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა მსხვილი იაპონური გაზეთი მის შესახებ წერდა. ხოლო კომენტარებით გაივსო სოციალური ქსელებიც. მეგუმი იგანაშიმ შექმნა კანოე, რომელსაც საკუთარი ვაგინის ფორმა აქვს. იაპონური საზოგადოება ორად გაიყო, ერთნი მიიჩნევენ, რომ ამის გამო მხატვარი არ უნდა დაეკავებინათ, მინიმუმ მანამდე მაინც, სანამ მისი ვაგინა სამ განზომილებაში არ დაიბეჭდებოდა.სხვები მიიჩნევენ, რომ ვაგინის მსგავსი გამოსახულება უხამსობაა.ზოგი აღნიშნავს, რომ იაპონიაში მამაკაცის სასქესო ორგანო არ იწვევს მსგავს მძაფრ რეაქციებს. მაგალითად, ქალაქ კომაკში იმართება ყოველწლიური ფესტივალი, როდესაც ქუჩაში გამოაქვთ უზარმაზარი ხის პენისი, ხოლო მონაწილეებს სთავაზობენ პენისის ფორმის კანფეტებს. ბევრი აკრიტიკებს გაზეთებს იმის გამო, რომ იგანაშის "თვითგამოცხადებული მხატვარი" უწოდეს. მიუთითებენ, რომ დასავლეთში არავის ეჭვი არ ეპარება მის მხატვრულ ნიჭიერებაში. თვითონ მხატვარი გაზეთ "ასაჰისთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "არ ეთანხმება პოლიციის გადაწყვეტილებას, -ჩემთვის ვაგინა სხეულის ნაწილია, ისეთივე, როგორც ხალი ან ფეხი.აქ არაფერია ისეთი, რომ მიუღებელი იყოს". 202 6-ს მოსწონს
|