სხვა უინსტონ ჩერჩილი და უცხოპლანეტელები 2018, 7 ივნისი, 10:06 ცოტა ხნის წინ, მასმედიაში ინფორმაცია გაჩნდა უინსტონ ჩერჩილის, ადრე უცნობი, ხელნაწერების აღმოჩენის შესახებ, რომელშიც ის სხვა პლანეტებზე ცივილიზაციების შესაძლო არსებობზე მსჯელობს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს პატარა ნაშრომი, თითქმის 80 წლის წინ არის დაწერილი და მასში განხილული საკითხები დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ქ. ფულტონის (მისურის შტატი, აშშ) უინსტონ ჩერჩილის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა, საკუთარ არქივში, უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. მუზეუმის საცავში, მათ პრესაში გამოსაქვეყნებლად გამზადებული სტატიის შავი ვარიანტი იპოვეს, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი. 11 ფურცელზე დაწერილი ტექსტი ინფორმაციას შეიცავს არამიწიერი ცივილიზაციების შესაძლო არსებობის შესახებ. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, ლეგენდარულმა პოლიტიკოსმა ესე დაწერა, სათაურით - «მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?». ამის შემდეგ, თავისი ნაშრომი დროებით გადადო (ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო) და მას 50-იან წლებში ისევ დაუბრუნდა, - ტექსტში გარკვეული შესწორებები შეიტანა, თუმცა გაზეთში არ გამოუქვეყნებია. ისტორიულ-უფოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღმოჩენამ, მუზეუმის თანამშრომლები ძალიან გაახარა. მაგრამ, ხელნაწერის გასაჯაროებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. როგორც მუზეუმის დირექტორი ტიმოთი რაილი ამბობს, გარკვეული პრობლემები არსებობს სტატიის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. მაგრამ, მისდამი საზოგადოების უდიდეს ინტერესს და დოკუმენტის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, ტექსტი ახლო მომავალში აუცილებლად გამოქვეყნდება. მანამდე კი, მეცნიერებს ჩერჩილის ნაშრომის მხოლოდ მოკლე შინაარსის გასაჯაროების უფლება აქვთ.
სწორედ ამ იდეების გამო დასაჯეს სიკვდილით ბრუნო და არა იმიტომ, რომ თითქოს ამტკიცებდა, დედამიწა ბრუნავსო. ეკლესიისთვის მიუღებელი იყო მზის სისტენის გარდა, სხვა ვარსკვლავების არსებობა და ამის გამი, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერმა 15 წელი დევნილობაში და 8 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში, კამპო დეი ფიორის მოედანზე, კოცონზე დაწვეს.
ჩერჩილის მოღვაწეობის დროს, ზოგიერთი მეცნიერი უკვე ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, შეიძლებოდა, დედამიწის ზომის მილიონობით პლანეტა ყოფილიყო. ხოლო ჩერჩილი, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელი ფაქტორი, წყლის და ატმოსფეროს არსებობა იყო. რაც რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ამცირებდა ჰიპოტეთურად არსებული პლანეტების რაოდენობას, რომელზეც შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. უცხო პლანეტებზე სიცოცხლის ფორმების მსჯელობისას, პოლიტიკოსი წერდა, რომ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც მზე არის, სამყაროში შეიძლება კვინტილიონი იყოს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ირგვლივ, დედამიწის მაგვარი პლანეტები ბრუნავდეს. ეს ეგზოპლანეტები, ჩერჩილის აზრით, ზომით, დედამიწის ხელა უნდა იყოს, ჰქონდეს ატმოსფერო და წყალი, თხევადი სახით. უსასრულო რაოდენობის ვარსკვლავების არსებობის გათვალისწინებით, ჩერჩილი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროში უამრავი ციური სხეული არსებობს, რომელზეც სიცოცხლის არსებობა და განვითარება დასაშვებია.
როგორც ჩანს, ბრიტანელი მფრინავების და ამო-ს შეხვედრებს მართლაც ჰქონდა ადგილი და ჩერჩილი, ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ამ საკითხს…
ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია 357 6-ს მოსწონს
|