x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების რუკა, რომელიც უცხო პლანეტელების მიერ გატაცებულმა ადამიანმა დახატა, რეალური აღმოჩნდა
image


ბეტი და ბარნი ჰილები, ქ. პორტსმუტიდან (ნიუ-ჰემფშირი შტატი, აშშ), უცხოპლანეტელებმა 1961 წლის 19 სექტემბერს გაიტაცეს და როდესაც დედამიწაზე დააბრუნეს, ბეტიმ გიპნოზის ზემოქმედებით, იმ ვარსკვლავების რუკა დახატა, რომლებიც უცხოპლანეტელების ხომალდიდან დაინახეა. მეცნიერებმა ეს რუკა შეისწავლეს და განაცხადეს, რომ ვარსკვლავები ასეთი განლაგებით, არ არსებობენ და ახლა, როდესაც იმ შემთხვევიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, ირკვევა, რომ რუკა სწორი იყო!


imageბეტის მიერ დახატული რუკა


imageბეტის რუკა არის ბადურის თანავარსკვლავედის სარკისებური ანარეკლი

ის თანავარსკვლავედი, რომელიც გატაცებულმა ქალბატონმა დახატა, დღეს უკვე ცნობილია. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერი დევიდ სანდერსი ამბობს, რომ ალბათობა იმისა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ბეტმა ვარსკვლავების ასეთი განლაგება შემთხვევით დახატა, ნულის ტოლია.


image

ბეტი და ბარნი ჰილები


მაშინ ბეტს არ დაუჯერეს, მიუხედავად იმისა, რომ იყო სხვა ანომალიებიც, რომლის ახსნა მეცნიერებმა ვერ შეძლეს. დედამიწაზე დაბრუნებული ბეტი გონზე რომ მოვიდა, დახეული კაბა ეცვა, ხოლო სხეული წითელი ფხვნილით ჰქონდა დაფარული. ფხვნილი გამოიკვლიეს, მაგრამ მისი შემადგენლობა და წარმომავლობა ვერ დაადგინეს.



image

ასე გამოიყურებოდნენ გამტაცებლები


უცნაური ფხვნილის გარდა, გატაცებული მეუღლეების მანქანის საბარგულზე უჩვეულო წრეები იყო აღმოჩენილი. როდესაც ამ წრეებთან კომპასი მიჰქონდათ, მისი ისარი გაუჩერებლად იწყებდა ბრუნვას.


imageუცხოპლანეტელების ხომალდი

გატაცების შემდეგ, ცოლ-ქმარი ღამის კოშმარებით იტანჯებოდა და ძლიერი სტრესის სიმპტომები ჰქონდათ. ბარნის სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა და მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ჩაიტარა. თავდაპირველად, ბეტი და ბარნი ვერ ხვდებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზს. როდესაც დედამიწაზე დაბრუნდნენ, მათ საერთოდ არაფერი ახსოვდათ. მომხდარი ამბის შესახებ სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, როდესაც ექიმმა ბენჟამენ საიმონმა, მათ გიპნოზის რამდენიმე სეანსი ჩაუტარა. სწორედ მაშინ გაიხსენეს მეუღლეებმა, რომ ისინი უცხოპლანეტელების მიერ იყვნენ გატაცებულები.


image


მოგვიანებით, მათ მეხსიერება თანდათანობით დაუბრუნდათ და ყველაფერი გაიხსენეს თავიაანთი კოსმოსური მოგზაურობის შესახებ. ამ შემთხვევით ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და გასაუბრებაზე დაიბარეს, ხოლო მეცნიერები, რაღაც ტესტებს ატარებინებდნენ. მაგრამ, შედეგად განუცხადეს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ, სისულელე იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. და რომ მსგავსი სახის ვარსკვლავები არ არსებობენ.


image


ბარნი ჰილი 1969 წლის 25 თებერვალს, 46 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. მისი მეუღლე ბეტი თვლიდა, რომ ბარნის ნაადრევი სიკვდილის მიზეზე, გადატანილი სტრესი იყო.
თავად ბეტი 2004 წლის 17 ოკტომბერს გარდაიცვალა და მთელი ცხოვრების მანძილზე იმას ამტკიცებდა, რომ ის და მისი ქმარი, უცხოპლანეტელების მიერ იყვნენ გატაცებულები და როგორც აღმოჩნდა – ის სრულიად მართალი იყო...

0
1371
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0