x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო სტალინის "საიდუმლო ცოლი?"

image

imageსაბჭოთა კავშირის დაშლის და მის შემდგომ პერიოდში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად განიხილებოდა სტალინის პირადი მზარეული და მომვლელი, ვალენტინა ისტიომინა, როგორც სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მე-3 ე.წ. "საიდუმლო ცოლი", თავის დროზე ამ კითხვას პასუხი სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ფელიქ ჩუევთან (რუსი პოეტი)საუბარში გასცა:"შემდეგ იყო ვალენტინა ისტიომინა ...ეს უკვე აგარაკზე, ჭურჭელი მიჰქონდა, თუ ცოლიც იყო ვისი რა საქმეა?".

მაინც ვინ ვინ იყო ვალენტინა ისტიომინა?

18 წლის იყო ვალენტინა ჟბიჩკინა(დაბ.1917წ.), როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა კორსკოვის რაიონიდან და ერთ-ერთ ფაბრიკაში მოეწყო სამუშაოდ, ვალენტინათი დაინტერესდა სტალინის პირადი დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი, რომელმაც მალევე მზარეულად მიიყვანა სტალინთან კუნცევოს აგარაკზე, ვალენტინა მალევე გათხოვდა ივან ისტიომინზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, ვალენტინა სტალინის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ბელადს და ფაქტობრივად მისი ოჯახის წევრად იქცა, როგორც თვითმხილველები იხსნებდნენ, სტალინის გარემოდან ვალენტინა ერთადერთი იყო ვინც გულწრფელად დასტიროდა ბელადის ცხედარს.

ვალენტინა ისე გარდაიცვალა(1995 წელს), რომ ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო მასთან ინტერვიუს აღება, იგი კატეგორიულად გაურბოდა პრესას, კუნცევოს აგარაკის ბევრი საიდუმლო ვალენტინამ საფლავში წაიღო.

თუმცა არსებობს თვითმხილველთა მონაყოლები რომელიც ნათლად დაგვანახვებს, ბელადის და მისი პირადი მზარულის და ექთნის(ვალენტინამ საექთნო კურსებიც დაამთაავრა)ურთიერთობას, ფაქტი ისაა რომ, სტალინი არავის ენდობოდა ვალენტინას გარდა, ექიმის გამოწერილ ტაბლეტებსაც კი უნდობლად ეპყრობოდა და უჩუმრად ყრიდა.

სტალინი ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა, ვალენტინა მართლაც რომ უაღრესად დიდ მზრუნველობას იჩენდა, ერთხელ ბელადს გაციებამ არაფრით გაუარა წამლები არ შველოდა(არც უშველიდა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ყრიდა), ვალენტინამ ცხელი ჩაი მიუტანა, პიტნით და გვირილის ნაყენით გაზავებული, თბილი შალი შემოახვია, ვალენტინას რეცეპტმა თავისი ქნა, სტალინი მეორე დღეს თავს კარგად გრძნობდა.

ამბობენ, რომ ხშირად მარტო ორნი გადიოდნენ ავტომობილით კუნცევოს აგარაკიდან, დაცვის გარეშე, მოხუცი ბელადი და ახალგაზრდა ქალი ერთხელ აფთიაქშიდაც ნახეს, სადაც ვალენტინამ წამლები შეიძინა, სტალინი ისე იყო შეფუთული აფთიაქრმა ვერც იცნო, მხოლოდ მოგვიანებით აცნობა დაცვამ ვინ სტუმრობდა აფთიაქს სინამდვილეში.

აი რას იგონებს მემუარებში სტალინის დაცვის ოფიცერი გრიგორი პუშკარევი:"მას სტალინთან ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არაერთხელ მინახია ღამის 4-5 საათზე გამოსული უფროსის საძინებლიდან...სტალინს ძალიან უყვარდა ის, არაერთხელ უთქვამს ჩემთვის:"დაურეკე ვალენტინას, გამიშალოს ლოგინი."

image

საინტერესო ისტორიას იხსენებს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა:"1946 წელს მამა სამხრეთში გაემგზავრა, პირველად 1937 წლის შემდეგ მანქანით, გრძელი ავტოკოლონის პროცესია გაჭიმული იყო ცუდ გზაზე, სიმფერეპოლის ავტომაგსიტრალის მშენებლობა ამის შემდეგ დაიწყეს, ჩერდებოდნენ ქალაქებში, ღამეს ათევდნენ საოლქო თუ რაიკომის მდივნებთან, მამას სურდა თავის თავის თვალით ენახა როგორ ცხოვრობდა ხალხი ომის დასრულების შემდეგ, ირგვლივ ყველაფერი განადგურებული იყო, ხალხს უკიდურესად უჭირდა, ვალენტინა სტალინს სულ თან ახლდა, იქიდან დაბრუნებული ცრემლმორეული მიყვებოდა თუ როგორ ატყუებდნენ სტალინს მაღალჩინოსნები, რომ უკრაინაში სოფლის მეურნეობა ყვავის დ იქ ყველაფერი კარგადაა, "როგორც არ რცხვენიათ, რომ ატყუებენ, ახლა ყველაფერს მას დააბრალებენ."

1952 წელს დააკავეს სტალინის დაცვის უფროსი ზემოთ ნახსენები ნიკოლაი ვლასიკი, მექალთანე, (გამოძიების თანახმად 100 ქალი მაინც აცდუნა, ძირითადად არასწორი მეთოდებით)ისარგებლა რა ბელადის ავადმყოფობით და იმითაც, რომ ვალენტინა ცალკე ოთახში ათევდა ღამეს, შეტევაზე გადავიდა, ეს მივიდა ბელადის ყურამდე, დაიბარეს ვალენტინა დაკითხვაზე, ვალია მხოლოდ სლუკუნებდა და ხმას ვერ იღებდა.სტალინმა ვალენტინას დუმილი თავისებურად მიიღო და ქალს ხელი გაარტყა.

ნიკოლაი ვლასიკი დაააკავეს და 5 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, ბელადმა მაინც დაინდო დაცვის უფროსი, რომელიც 17 წელი ემსახურა მას.ამბობენ ბერიასაც უნდოდა ვალიას "სხეულის დაგემოვნებაო", მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხაო.

სტალინმა არც ვალია დაინდო "ღალატისთვის" და გააციმბირა, თუმცა ვეღარ გასძლო უიმისოდ და მელევე მაგადანიდან მისი უან დაბრუნება ითხოვა, თვითმფრინავიდან პირდაპირ კუნცევოს აგარაკზე მიჰგვარეს, კაბინეტში დაიბარა, ჩაეხუტა და ცრემლები მოადგა, ტიროდა ორივე, ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც სტალინის ტირილი ნახეს, პირველად ცოლის ნადეჟდა ალილუევას დაკრძალვაზე, რომლის კონოფირიც თავის ოპერატორებიანად მოგვიანებით გააქრეს.....კობას და ვალიას ერთად ყოფნა წელიწადიც აღარ გაგრძელდება, 1953 წლის 5 მარტს ბელადი გარდაიცვალა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ვალენტინაც აღარსად უმუშავია, ცხოვრობდა სპეცპენსიით ოჯახთან და მეუღლესთან ერთად.

image

რატომ არ საუბრობდა ისტიომინა სიცოცხლის ბოლომდე წარსული ცხოვრების შესახებ? იქნებ იმიტომ, რომ ის ორი ქმრის მეუღლე იყო? იმიტომ, რომ მან ნამდვილად უყვარდა ორივე? ერთი - სახლში. მეორე - სამსახურში ... ყველაფერი მოხდა ისე, თითქოს იგი ერთდროულად "ორი სამყაროში" ცხოვრობდა.

გარდაიცვალა 1995 წლის დეკემბერში ინსლუტით 78 წლის ასაკში.

მასობრივ კულტურაში:Сталин. Live (2007-ფილმი)Тайная жена Сталина(2007-სერიალი)Следствие вели с Леонидом Каневским - Любовь под кремлёвскими звёздами(2016-დოკუმენტური ფილმი)Власик. Тень Сталина (2017 სერიალი)

1
744
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
744
  
2018, 27 მაისი, 14:01
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1