მხატვრობა ფოტოგრაფია? არა, ეს ჰიპერრეალისტური მხატვრობაა 2018, 20 მაისი, 23:21
ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონელი მხატვრის, კეი მიენოს ჰიპერრეალისტურ ნამუშევრებს. ავტორი ჰიროსიმაში დაიბადა, ის უკვე დაახლოებით ათი წელია რაც პროფესიონალი მხატვარია, ავტორი 33 წლისაა და მისი ინტერესის სფერო ძირიტადად ჰიპერრეალიზმია, სამუშაოდ ძირითადად იყენებს ტილოსა და ზეთის საღებავებს. ავტორის ბოლო ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია მდინარეში წამოწოლილი ქალი მეტად საინტერესო და პოპულარული აღმოჩნდა ტვიტერის მომხმარებლისთვის, რამაც მხატვარს თაყვანისმცემლების სია გაუზარდა,
თავდაპირველად ნამუშევარი ყველას ფოტოგრაფის ხელით შექმნილი ეგონა, ხოლო მას შემდეგ რაც ნამუშევრის დეტალები გასაჯაროვდა, მხატვრის მარჯვე ხელებმა დამთვალიერებელში აღფრთოვანება და პატივისცემა დაიმსახურა.
იხილეთ კეის სხვა ნამუშევრები და თავად შეაფასეთ მხატვრის პროფესიონალიზმი
44 2-ს მოსწონს
|