x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138445
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
10 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ნაკლები საწვავი მოიხმაროთ
ალბათ დამეთანხმებით, რომ ავტომობილს ჩვენი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილის გაფლანგვა შეუძლია. ყველაფერი კი დამოკიდებულია საწვავის მოხმარებაზე, საწვავის ხარისხზე და ა. შ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც შესაძლებელია, რომ შევამციროთ ხარჯები სასარგებლო რჩევების გათვალისწინებით.

1. მუხრუჭებზე ფეხი არ დატოვოთრჩევები მძღოლებსის, რომ ცდილობთ მეტად დაცული იყოთ ლოგიკურია, მაგრამ თანამედროვე ავტომობილები რეაგირებენ უმცირეს შეხებაზეც კი. ფეხი ტორმუზზე ზრდის მექინკურ წინარობას, ამიტომ მის დასაძლევად საჭირო ხდება მეტი საწვავი.

2.სისტემატიურად შეამოწმეთ წნევა საბურავებში

image


წნევა, პირველ რიგში მოქმედებს საწვავის წვაზე. დააკვირდით, რეკომენდაციას და ხშირად შეამოწმეტ არის თუ, არა ნორმაზე.

3. დროულად შეცვალეთ ჰაერის ფილტრიimage

ჰაერის ფილტრი ივსება მტვერითა და მწერებით, რაც ხელს უშლის ჟანგბადის გატარებას. შესაბამისად, საწვავის მოხმარება იზრდება და ძრავა უფრო სწრაფად იცვითება, ხოლო ხარჯი დაახლოებით 20%-ით იზრდება.

4.დაეუფლეთ თანაბარი სიჩქარით მოძრაობის ჩვევას

image

თუ ისე ივლით, როგორც "ფორმულა 1"-ის მძღოლი, საწვავის მოხმარებას 30% -ით გაზრდით. შეეცადეთ იაროთ საშუალო სიჩქარით და თანაბრად.

5. შეამცირეთ მცირე ვიზიტების რაოდენობა
image
იმისათვის, რომ მიირბინოთ პატარ-პატარა საქმეებზე, გაციებული ძრავის გახურება გიწევთ ყოველ ჯერზე ხელახლა. ავტომობილის გახურებას კიდევ ბევრი საწვავი ჭირდება. უმჯობესია დაგეგმოთ, როგორ გაიაროთ ყველა საჭირო ადგილი ისე, რომ ავტომობილი არ ჩააქროთ. ასე, გააკეთებთ 50 % საწვავის ეკონომიას.


6. არ იაროთ სწრაფად, დაბალი გადაცემათა კოლოფის გამოყენებით

imageვისაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი გყავთ, არ იზარმაცოთ და ხშირად ცვალეთ სიჩქარეები. თუ მესამე სიჩქარეში 60 კმ / სთ მოძრაობთ, ბენზინის ხარჯი გაიზრდება დაახლოებით 20% -ით. მაღალი გადაცემათა კოლოფით სიარული, ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.

7.გაათავისუფლეთ ავტომობილი არასასურველი ნივთებისგან


imageყოველ 45 კილოგრამზე, საწვავის ხარჯი იზრდება 2%-ით. ამიტომ, იარეთ ცარიელი მანქანით.

8.გამოიყენეთ ძრავის ზეთი რეკომენდირებული მწარმოებლის მიერimageმწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზეთი საშუალებას მოგცემთ შეამციროთ საწვავის ხარჯი 2%-ით.


9.შეარჩიეთ ის საწვავი, რომელიც მითითებულია ავტომობილის სახელმძღვანელოში (ოქტანური რიცხვი)
imageვიცით, რომ გიყვართ ავტომობილი, მაგრამ არ არის სავალდებულო მოიხმაროთ პრემიუმ-ხარისხის საწვავი. უმჯობესია ის საწვავი ჩაასხათ ავტომობილში, რომელიც მითითებულია მანქანის სახელმძღვანელოში.


10. მოერიდეთ უსწორმასწორო გზებს!

image

სწორი გზა გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ 30 %-იანი ეკონომია საწვავზე. თუ გაქვთ ალტერნატივა, ყოველთვის აირციეთ საუკეთესო.


ვიმედოვნებ დაგეხმარეთ :)



















0
565
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0