x
მეტი
  • 08.12.2024
  • სტატია:138660
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512361
რამდენიმე დღე წყალდიდობაში მოყოლილი ძველი "მერსედესი" პირველსავე ცდაზე დაიქოქა(ვიდეო)
imageMercedes-Benz -მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხარისხის გარანტია და "ჩაუძირავი"პირდაპირი გაგებით.


სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებს ტალახით დაფარული სედანი მიწისქვეშა ავტოსადგომს ესპანეთის ქალაქ ალგემესიში. მანქანამ რამდენიმე დღე წყალში გაატარა - ქარიშხალ „დანას“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს. ავტოსადგომი მთლიანად დაიტბორა.


Mercedes-Benz W123 123-ის მფლობელმა, აივან ფელიცი რუბიომ, ავტოსადგომზე შესვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როდესაც სამაშველო სამსახურებმა ტალახიანი წყალი ამოტუმბეს.


აივანის თქმით, სედანის მდგომარეობის ნახვის შემდეგ მას პრაქტიკულად არაფრის იმედი აღარ ჰქონდა. თუმცა ესპანელმა მაინც გადაწყვიტა გარისკვა და W123-ის დაქოქვა მის მიერ მოტანილი ახალი აკუმულატორიდან სცადა.



რუბიომ, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ შოკირებული დარჩა, როცა ძრავა პირველივე ცდაზე დაიქოქა.


მისი სედანის წარმოების წელი არ არის მითითებული, მაგრამ W123 სერია საკმაოდ ძველია- 1975 წლიდან 1986 წლამდე გამოდიოდა. მოდელს ჰქონდა რამდენიმე კორპუსი და ძრავების ფართო არჩევანი. მთლიანად 2, 3 მილიონი ეგზემპლარი დამზადდა.


ივან რუბიოს Mercedes-Benz არის 300D ვარიანტი 5 ცილინდრიანი 3 ლიტრიანი 88 ცხენის ძ.-იანი დიზელის ძრავით. ამ სედანს დაახლოებით 18 წამი სჭირდება 100 კმ/სთ-ი სიჩქარის აკრეფისთვის.


ცნობილია, რომ ქარიშხალმა დანამ, რომელიც ვალენსიას დაატყდა თავს, 100 ათასამდე მანქანა დააზიანა. მათგან ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის დაქოქვა მოხერხდა და დიდი უმრავლესობა 2000 წლამდე იყო გამოშვებული. აღნიშნულია, რომ, როგორც წესი, მანქანების დაქოქვა მხოლოდ საფუძვლიანი გაშრობის შემდეგ ხდებოდა, ძველი W123 კი პირდაპირ ავტოსადგომზე დაიქოქა.


0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0